Home ქომაგთა კლუბი "ივერიელი"
28 | 07 | 2017
მოგესალმებათ ქართული სპორტის ქომაგთა კლუბი "ივერიელი" ბეჭდვა

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიის ქართული სათვისტომოს ქართული სპორტის ქომაგთა კლუბ „ივერიელის“ ვებ-გვერდზე. ქომაგთა კლუბი „ივერიელი“ აერთიანებს ევროპაში მცხოვრებ ქართული სპორტის ქომაგებს. ჩვენი მიზანია ქართული სპორტის აქტიური მხარდაჭერა და პოპულარიზაცია საქართველოს საზღვრებს გარეთ. კლუბის მიერ განხოციელებული ყველა პროექტი ემსახურება ძირითადად ამ მიზანს, თუმცა ამავე დროს „ივერიელი“ შესაძლებელს ხდის სამშობლოს გარეთ მცხოვრები ქართველების დაახლოვებას. აქვე გვსურს აღვნიშნოთ რომ ქომაგთა კლუბ „ივერიელს“ საფუძვლად არ უდევს კომერციულ მიზნები და დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ ქართული სპორტის სიყვარულზე და თითოეული ჩვენგანის ენთუზიაზმზე.


ქომაგთა კლუბი „ივერიელი“ მზადაა ითანამშრომლოს ქართული სპორტით დაინტერესებულ ყველა გულშემატკივართან და ორგანიზაციასთან. მზად ვართ განვიხილოთ თქვენს მიერ შემოთავაზებული იდეები და ვცადოთ მათი ერთობლივად განხორციელება. აგრეთვე ყველა კომპეტენტურ ადამიანს ვთხოვთ ინფორმაციულ მხარდაჭერას ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით ევროპაში გამართული სპორტული ღონისძიებების შესახებ.


შემოგვიერთდი და ერთად ვუქომაგოთ ქართულ სპორტს!


დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მარცხნივ მენიუს ბმულებში.

 

 

 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები