15 | 10 | 2018
საინიციატივო ჯგუფი ბეჭდვა ელფოსტა
ორშაბათი, 07 მაისი 2007 01:15

გერმანიის ქართულ სათვისტომოსთან ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მზრუნველობას მოკლებული ბავშვთა სახლებისათვის დახმარების გაწევას. პროექტში უამრავი დაინტერესებული ადამიანი ჩაერთო, რომელთა მონდომებითაც, ახალგორის გიორგი მთაწმინდელის სახელობის ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა სახლისათვის შეგროვდა და გაიგზავნა მეორადი, ე.წ. ჰუმანიტარული ტანსაცმელი. სახლში 80-მდე სკოლის ასაკის ბავშვი ცხოვრობს, რომელთა კიდევ ერთი პრობლემა სხვა მრავალთა შორის სწორედ, ტანსაცმლის უკმარისობაა. საინიციატივო ჯგუფი აგრძელებს მუშაობას და გეგმაში აქვს კიდევ ბევრჯერ და უფრო საგულისხმო საჩუქრებით გაახაროს მზრუნველობას მოკლებული პატარების გულები. ასეთ სახლთა რაოდენობა კი საქართველოში არც თუ ისე მცირეა და თითქმის ყველა მათგანი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს. დაინტერესებულ პირებს, რომელთაც სურვილი აქვთ თავისი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში (თუნდაც მხოლოდ ტანსაცმლის შეგროვება), შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერებზე: +4917665722611 ნანას, +4917626128216 ქრისტინას და +4917626570784 თინათინს. ბავშვთა სურათები შეგიძლიათ აქ იხილოთ.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 04 იანვარი 2010 01:17
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები