Home ქომაგთა კლუბი "ივერიელი" სიახლენი გაზეთი "ლელო" ლუკა ჰუფნაგელზე
20 | 04 | 2024
გაზეთი "ლელო" ლუკა ჰუფნაგელზე ბეჭდვა

გაზეთი "ლელო"  ლუკა ჰუფნაგელს უძღვნის მცირე სტატიას. ლუკა არის მიუნხენის "ბაიერნის" ნორჩი და ამავე დროს ძალზედ პერსპეკტიული ფეხბურთელი. ლუკა დედით (ფიქრია აფციაური-ჰუფნაგელი) ქართველია და, რაც ყველაზე მთავარია, მასაც და მის ოჯახსაც დიდი სურვილი აქვთ, ლუკა ქართულ ფეხბურთს გამოადგეს. იხილეთ დაწვრილებით ნიკოლოზ ნეფარიძის(გაზეთი "ლელო") სტატია

ლუკა და მათე ღვინიანიძე(მიუნხენი 1860)

ლუკა ბაიერნიდან

ნიკოლოზ ნეფარიძე

თვის ბოლოს მიუნხენის "ბაიერნის" 16-წლამდელთა გუნდის ნახევარმცველი ლუკას ჰუფნაგელი 16 წლის გახდება. რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ქართულ ფეხბურთთან? ნორჩი ფეხბურთელი დედით (ფიქრია აფციაური-ჰუფნაგელი) ქართველია და, რაც ყველაზე მთავარია, მასაც და მის ოჯახსაც დიდი სურვილი აქვთ, ლუკა ქართულ ფეხბურთს გამოადგეს.

ლუკა "ბაიერნის" სკოლის აღზრდილია, ის ჯერ კიდევ "ბაიერნის" 11-წლამდელთა ასაკის გუნდიდან არის კლუბში და 2005 წელს მინი-მაისტერის წოდებაც მოიპოვა. შემდეგ იგივე წარმატება "ბაიერნის" 13-წლამდელთა გუნდთან ერთად გაიმეორა. სხვათა შორის, ჰუფნაგელის გარდა გუნდში (16-წლამდელებში) მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, რომელიც "ბაიერნის" ადრიდანვე მოყვება, ეს კი ბევრს ნიშნავს. ლუკა ნახევარმცველია და ის გუნდში 7-ნომრიანი მაისურით თამაშობს. მოგეხსენებათ, დიდ "ბაიერნში" "შვიდიანი" ფრანკ რიბერის საკუთრებაა.

შარშან ლუკამ ტანი ერთბაშად აიყარა და მას კუნთები ვერ "მიყვა", რის გამოც საზარდული აწუხებდა. "ბაიერნის" ექიმებმა მას დასვენება ურჩიეს, ამ მეთოდმა გაამართლა, ლუკა დღეისათვის სრული დატვირთვით ვარჯიშობს და თამაშობს. ის "ბაიერნის" 16-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. სხვათა შორის, ამას წინათ "ბაიერნის" ამ გუნდმა შვეიცარიაში საერთაშორისო ტურნირი მოიგო (ლუკასთან ერთად). შვეიცარიულ ტურნირში თბილისის ბავშვთა გუნდი "ოლიმპი" მონაწილეობდა (სამწუხაროდ, ჩვენებმა ყველა მატჩი დიდი ანგარიშით წააგეს).

ლუკას არსებობა და მისი სურვილი, ქართულ ფეხბურთს გამოადგეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობისთვის ცნობილი იყო. სფფ-ის წარმომადგენლებს და ოჯახს შორის გარკვეული მოლაპარაკებაც შედგა, ლუკას ოჯახი სფფ-ის წარმომადგენელს სექტემბერში მიუნხენში ელოდა. რის გამოც სამსახურიდანაც დაეთხოვნენ, მაგრამ მიუნხენში არავინ ჩასულა. მიუხედავად ამისა, ლუკა ჰუფნაგელს გადაწყვეტილება არ შეუცვლია, მას მომავალში საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება სურს. მართალია, ლუკა გერმანიაშია დაბადებული, მაგრამ ის დედასთან და უფროს ძმასთან ერთად თბილისში ჩამოდის ხოლმე დასასვენებლად (სხვათა შორის, აგვისტოს ომის დროს ოჯახი აქ იყო და ძლივს გაასწრო გერმანიაში). ლუკა სიამოვნებით ეკონტაქტება გერმანიაში ქართველთა სათვისტომოს ქომაგთა კლუბ "ივერიელს", როცა სცალია, მათთან ერთად მინი-ფეხბურთსაც თამაშობს. ეს მაშინ, როცა ქართველთა გარკვეული ნაწილი, რატომღაც, ყველანაირად ცდილობს თანამემამულეებს არ ეკონტაქტოს. სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინათ "ივერიელის" მეშვეობით "ბაიერნში" 14 წლის დათო ჯიქიამ ივარჯიშა, რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა გერმანელ მწვრთნელებზე. ლუკამ დათოს "ბაიერნის" სრული ეკიპირება აჩუქა.

ჩვენი მხრიდან მხოლოდ ერთს დავამატებთ, განა რამდენი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ცნობილი ევროპული გუნდის ახალგაზრდულ სკოლაში? იქნებ, ლუკამ მომავალში ფასდაუდებელი სამსახური გაუწიოს ქართულ ფეხბურთს? ყოველ შემთხვევაში, ცდას წინ რა უდგას...


-

გაზეთი "ლელო" უძღვნის ლუკა ჰუფნაგელს მცირე სტატიას. ლუკა არის ბაიერნის ნორჩი და ამავე დროს ძალზედ პერსპექთიული ფეხბურთელი. მისი სურვილია საქართველოს ნაკრებში თამაში.
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები