Home ახალი ამბები გამგზავრება ხორვატიაში
29 | 03 | 2024
გამგზავრება ხორვატიაში PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Zurab Kotchlamazashvili   
სამშაბათი, 29 მარტი 2011 23:05

ამა წლის 4 ივნისს(შაბათი) ხორვატიაში გაიმართება ოფიციალური შეხვედრა ფეხბურთში ხორვატიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის. ჩვენ გვსურს აქედანვე დავიწყოთ მზადება და გამცნობთ, რომ ქომაგთა კლუბი "ივერიელი" გაუწევს ამ თამაშზე გერმანიიდან გამგზავრების ორგანიზებას.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დააკლიკეთ აქ

რადგან ხორვატია არ ეკუთვნის ევრო კავშირს, ჩვენთან ერთად წამოსასვლელად აუცილებელი წინაპირობაა, რომ ფლობდეთ გერმანულ  მოქმედ "Aufenthaltserlaubnis". სხვა შემთხვევაში საჭიროა ვიზა, რაც რთული პროცედურაა. ასე რომ აუცილებლად თან უნდა იქონიოთ პასპორტი მოქმედი გერმანული  "Aufenthaltserlaubnis"-ით. რა არის "Aufenthaltserlaubnis"? ყოველ ჩვენთაგანს, ვინც ლეგალურად ცხოვრობს გერმანიაში, გააჩნია "Aufenthaltserlaubnis". ხშირად ეშლებათ და ფიქრობენ, რომ ფლობენ ვიზას. გთხოვთ გადაამოწმეთ თქვენი პასპორტები, სადაც ამოიკითხავთ ზემოთ ნახსენებ სიტყვას. თუ თქვენი სურვილი იქნება, შეგიძლიათ მაჩვენოთ პასპორტები და მე კიდევ ერთხელ პირადად აგიხსნით. დამატებით შეგიძლიათ გადაამოწმოთ ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე(წაიკითხეთ წითლად მონიშნული ტექსტი ვებ-გვერდის ბოლოს).

თამაში გაიმართება ქალაქ სპლიტში. ეს არის ხორვატიის სიდიდით მეორე და ამავე დროს ცნობილი საკურორტო ქალაქი. სპლიტი ესაზღვრება ადრიატიკის ზღვას და ცნობილია ულამაზესი პლიაჟებით. ვისაც სურვილი გექნებათ, ივნისში უკვე შესაძლებელია ზღვაში ბანაობა. სპლიტის მთლიანი ცენტრი(Innenstadt) იუნესკოს მიერა აღიარებული, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ქალაქის ღირშესანიშნეობას ასევე მიეკუთვნება მესამე საუკუნეში რომის კაიზერის დიოკლიტიანეს მიერ აშენებული სასახლე(აქ იხილეთ ქალაქის სურათები).

მგზავრობის ღირებულებაა 70 ევრო(ავტობუსით მგზავრობა+სტადიონის ბილეთი). წამოსვლის მსურველები დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0176 23700068(ზურა). დაგვიკავშირდით რაც შეიძლება სწრაფად(არაუგვიანეს 22 მაისისა), რადგან ადგილები შეზღუდულია. გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებში.

მგზავრობის გეგმა:

- 03.06.2011 გამგზავრება მიუნხენიდან 22:30 საათზე(შეკრების ადგილია: Thomas-Wimmer-Ring)

- 04.06.2011 ჩასვლა სპლიტში დილის 10:00 საათზე, ქალაქის დათვალიერება და საღამოს თამაშზე დასწრება

- 04.06.2011 გამომგზავრება სპლიტიდან 22:30 საათზე

- 05.06.2011 ჩამოსვლა მიუნხენში დაახლოებით დილის 10:00 საათზე

შემოგვიერთდით და ერთად ვუქომაგოთ ჩვენს საყვარელ ეროვნულ ნაკრებს

ბოლოს განახლდა პარასკევი, 03 ივნისი 2011 10:51
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები