Home Fan Klub "Iverieli" Aktuelles პირველი ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში
16 | 04 | 2024
პირველი ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში Drucken
There are no translations available.

გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით 15 მაისს ქალაქ შტუტგარტში გაიმართა პირველი ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. იგი  მიზნად ისახავდა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში მიმოფანტული ქართველების გაცნობასა და დამეგობრებას. 

სურათები იხილეთ აქ

 

ტურნირში დარეგისტრირდა და მონაწილეობა მიიღო შვიდმა ქართულმა გუნდმა.

  1. შტუტგარტი (ერთიანი საქართველო)
  2. შტუტგარტი
  3. მიუნხენი
  4. აუგსბურგი
  5. ფრაიბურგი (ფეოლა)
  6. ტუბინგენი
  7. კარლსრუე (ბრუდები)

რვა წუთიანი მატჩები პროფესიონალმა მსაჯებმა ჩაატარეს. 11 ტურის შემდეგ ნახევარფინალში შტუტგარტის (ერთიანი საქართველო), ფრაიბურგის, მიუნხენისა და აუგსბურგის გუნდები გავიდა. საბოლოოდ ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:

პირველი ადგილი - შტუტგარტი (ერთიანი საქართველო)

მეორე ადგილი - ფრაიბურგი

მესამე ადგილი -  აუგსბურგი

ტურნირში ყველაზე მეტი  - 13 გოლი გაიტანა ფრაიბურგის მოთამაშემ შალვა დავითაიამ და ტურნირის „ბომბარდირად“ დასახელდა.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა გერმანიის ქართული სათვისტომოს გარდამავალი თასი, ტურნირის ყველა მონაწილე კი დაჯილდოვდა სამახსოვრო მედლით.

„ამ ტურნირის ორგანიზებისას, ჩვენი მთავარი მიზანი იყო არა გამარჯვებული გუნდის გამორკვევა, არამედ ერთმანეთის გაცნობა, გართობა და სასიამოვნო დღის და საღამოს გატარება. დღეს ჩვენ ყველანი გამარჯვებულები ვართ!

დაგეგმილია მსგავსი ტურნირის ყოველწლიურად ჩატარება და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს სხვა ქართული გუნდებიც შემოგვიერთდებიან.“  - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი, შტუტგარტის „ერთიანი საქართველოს“ მოთამაშე გიორგი უმიკაშვილი.

სპორტი აერთიანებსო ნათვამია და იმედია ეს ყოველწლიური ტურნირი თავის წვლილს შეიტანს გერმანიაში მცხოვრები ქართველების გაერთიანებაში. ალბათ სიმბოლური ისიც, რომ დღეს სწორედ „ერთიანმა საქართველომ“ გაიმარჯვა.

 

 

 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner