სტუდენტთა კონკურსი 2012 |
ავტორი - Leri Datashvili |
ორშაბათი, 21 მაისი 2012 09:08 |
გერმანიის 2012 წლის საუკეთესო ქართველი სტუდენტის კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღების ვადა გაგრძელებულია 2012 წლის 25 მაისამდე. გამარჯვებული სტუდენტის დაჯილდოვება მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე, რომელიც 27 მაისს გაიმართება მიუნხენში 17:00-დან. მისამართი: EineWeltHaus München e.V. კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი გულითადად არის მოწვეული ზეიმზე დასასწრებად, ხოლო გამარჯვებულის ზეიმზე დასწრება აუცილებელი პირობაა ფულადი პრიზის გადაცემისათვის. |
ბოლოს განახლდა ორშაბათი, 02 ივლისი 2012 21:28 |