28 | 03 | 2024
ივერიელის ღია წერილი ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Zurab Kotchlamazashvili   
ხუთშაბათი, 14 ივნისი 2012 11:18

ძვირფასო თანამემამულენო,

ძვირფასო ქართული ფეხბურთის ქომაგებო,

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახაბერ კალაძემ დაასრულა თავისი საფეხბურთო კარიერა.


ნებისმიერ საფეხბურთო ქვეყანაში ასეთი ფაქტი აღინიშნება გამოსათხოვარი მატჩით, რითაც ქვეყანას და ქომაგს საშუალება ეძლევა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოს ღვაწლმოსილ სპორტსმენს. ასეთი საფეხბურთო ზეიმი დადებითი ფსიქოლოგიური მუხტის მომტანია ახალგაზრდებისთვისაც. გამოვთქვამთ იმედს, რომ ეს ტრადიცია მალე აღსდგება და ქართველ გულშემატკივარსაც მიეცემა საყვარელ ფეხბურთელებთან გამომშვიდობებისა და განსაკუთრებული მადლობის თქმის საშუალება.

ჩვენ, გერმანიის ქართული სათვისტომოს ქართული სპორტის ქომაგთა კლუბ "ივერიელის" წევრები ვთვლით, რომ კახა კალაძე იმსახურებს ღირსეულ გაცილებას საქართველოს ნაკრებიდან, ხოლო ქართველი ქომაგი კი ასეთ ზეიმს.

სწორედ ამიტომ ვთხოვთ და მოვუწოდებთ ამ სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანსორგანიზება გაუკეთონ ეროვნული ნაკრებიდან მის გამოსამშვიდობებელ მატჩს.

პატივისცემით

გერმანიის ქართული სათვისტომოს

ქართული სპორტის ქომაგთა კლუბი "ივერიელი"

ამ განცხადებას თან ახლავს გერმანიაში მცხოვრები 50-მდე "ქართული სპორტის ქომაგის" ხელნოწერა, რომელსაც ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ აქ

Normal 0 21 false false false DE ZH-TW HE MicrosoftInternetExplorer4

ძვირფასო თანამემამულენო,

ძვირფასო ქართული ფეხბურთის ქომაგებო,

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახაბერ კალაძემ დაასრულა თავისი საფეხბურთო კარიერა.

ნებისმიერ საფეხბურთო ქვეყანაში ასეთი ფაქტი აღინიშნება გამოსათხოვარი მატჩით, რითაც ქვეყანას და ქომაგს საშუალება ეძლევა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოს ღვაწლმოსილ სპორტსმენს. ასეთი საფეხბურთო ზეიმი დადებითი ფსიქოლოგიური მუხტის მომტანია ახალგაზრდებისთვისაც. გამოვთქვამთ იმედს, რომ ეს ტრადიცია მალე აღსდგება და ქართველ გულშემატკივარსაც მიეცემა საყვარელ ფეხბურთელებთან გამომშვიდობებისა და განსაკუთრებული მადლობის თქმის საშუალება.

ჩვენ, გერმანიის ქართული სათვისტომოს ქართული სპორტის ქომაგთა კლუბ "ივერიელის" წევრები ვთვლით, რომ კახა კალაძე იმსახურებს ღირსეულ გაცილებას საქართველოს ნაკრებიდან, ხოლო ქართველი ქომაგი კი ასეთ ზეიმს.

სწორედ ამიტომ ვთხოვთ და მოვუწოდებთ ამ სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანსორგანიზება გაუკეთონ ეროვნული ნაკრებიდან მის გამოსამშვიდობებელ მატჩს.

პატივისცემით

გერმანიის ქართული სათვისტომოს

ქართული სპორტის ქომაგთა კლუბი "ივერიელი"

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 25 ივნისი 2012 20:11
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები