Home ახალი ამბები ქართულ-ბავარიული საღამო ალპებში
20 | 04 | 2024
ქართულ-ბავარიული საღამო ალპებში PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 00:00

გერმანიის ქართული სათვისტომო  და საზოგადოება – „Trachtenverein D'Achentaler“-ი 11 და 12 მაისს გიწვევთ  ქართულ-ბავარიული ღონისძიებაზე სახელწოდებით - „Ein Wochenende durch die bayerische und georgische Seele“.

ღონისძიების პროგრამა მოიცავს კულტურულ ნაწილს, რომელიც 11 მაისს ქართულ-ბავარიული ერთობლივი კონცერტის სახით ჩატარდება. 12 მაისს კი დაგეგმილია ბავარიელ მასპინძლებთან ერთად ალპების ერთ-ერთი მწვერვალის დალაშქვრა.

კონცერტზე ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის ქართული სათვისტომოს ქართული ხალხური ცეკვის ჯგუფი „იბერისი“ (როგორც უფროსი, ასევე უმცროსი მოცაკვავეები), მიუნხენის ბავშვთა ცეკვის ჯგუფი, სიმღერის ჯგუფი „აისი“. საღამოზე წარმოდგენილი იქნება თეატრალურ-მუსიკალური ნომერი „მია ზან მია“ და ვიქტორინა ქართულ-ბავარიული ზნე-ჩვეულებების ირგვლივ. ბავარიელთა მხრიდან იცეკვებენ და იმღერებენ საზოგადოება „Trachtenverein D'Achentaler“-ის მოცეკვავეთა გუნდი და მომღერალთა კვარტეტი. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული და ბავარიული კერძები, მიირთვან ქართული ღვინო და ბავარიული ლუდი.

მიუნხენიდან კონცერტზე წასვლის მსურველებს მოემსახურებათ ავტობუსი, რომელიც იმავე საღამოს დაბრუნდება უკან. ავტობუსით მგზავრობა და კონცერტის ბილეთის ღირებულებაა 15 ევრო. ხოლო მხოლოდ კონცერტზე დასწრების საფასურია 5 ევრო. ავტობუსით წამოსვლის და დამატებითი ინფორმაციის მიღების მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მაილზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს .

კონცერტი ჩატარდება ქ. უნტერვოზენის საზოგადოებრივ დარბაზში, მისამართზე Hauptstr. 73, 83246 Unterwössen. დასაწყისი 18:00, დასასრული 21:30

 

თქვენი გერმანიის ქართული სათვისტომო

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 20 მაისი 2013 23:03
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები