Home ახალი ამბები ინფორმაცია საკონსულოდან
19 | 04 | 2024
ინფორმაცია საკონსულოდან PDF ბეჭდვა ელფოსტა

გაცნობებთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ისევე როგორც უწინ, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა, რომლის ბოლო ვადაც არის 6 ოქტომბერი. ამის გაკეთება მიუნხენში და მის შემოგარენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ 29 სექტემბერს საღამოს სადაც კონსული ბატონი გიორგი ტაბატაძე შესალებლობას მოგვცემს რომ სურვილის შემთხვევაში მარტივად დავდგეთ საკონსულო აღრიცხვაზე. გთხოვთ თოთოეულმა თქვენგანმა პირადად გადაამოწმოს ნამდვილად ხართ თუ არა სკონსულო აღრიცხვაზე (დაწვრილებით), რათა გაუგებრობები დროულად აიცილოთ თავიდან.

კონსულთან შეხვედრის შესახებ დაზუსტებული ინფორმაციები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის წესების შესახებ იხილეთ ქვემოთ

 

ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვის შესახებ

საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების განსახორციელებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება-ანკეტა;
ბ) თანმხლები უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ფოტოსურათი (ზომა 3X4სმ).

საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დამატებით უნდაწარმოადგინოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მისი სამართლებრივად ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთი უფლების არსებობის შემთხვევაში. ზემოაღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უარის თქმის მიზეზი.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე ასევე უფლებამოსილია საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზნით,საკონსულო სამსახურს საფოსტო გზავნილის მეშვეობით მიაწოდოს ზემოაღნიშნული დოკუმენტები (მის: Rauchstr.11, 10787 Berlin, Botschaft von Georgien). ცნობის მისაღებად, გთხოვთ ერთი მარკირებული კონვერტი თან დაურთოთ გამოგზავნილ საბუთებს.

საკონსულო აღრიცხვა ხორციელდება უფასოდ.

საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის (18 წლამდე ასაკის პირი), ასევე მზრუნველობის და მეურვების ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება დასაშვებია, მხოლოდ მშობლის (მზრუნველი, მეურვე) თანხმობით. თანხმობა გამოიხატება საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის (მზრუნველობის ან მეურვეობის ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქე) საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების შესახებ განცხადება-ანკეტაზე მშობლის (მეურვე, მზრუნველი) ხელმოწერით.

ასევე იხილეთ: http://germany.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=607&info_id=4522

 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები