Home ახალი ამბები ბატონი ვახტანგ ჩხაიძე
24 | 04 | 2024
ბატონი ვახტანგ ჩხაიძე PDF ბეჭდვა ელფოსტა
გერმანიის ქართული სათვისტომო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უხუცესი ქართველი ემიგრანტის, ჭეშმარიტი მამულიშვილის, გერმანიის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი თანადამფუძნებლის და სათვისტომოს საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ვახტანგ ჩხაიძის გარდაცვალების გამო.

21 წლის სამედიცინო ინსტიტუტის ახლად კურსდამთავრებული ვახტანგ ჩხაიძე 1941 წლის 10 სექტემბერს 100 თანაკურსელ ექიმთან ერთად წითელ არმიაში გაიწვიეს. უცხოეთში სამუდამოდ დარჩენა არასოდეს უფიქრია, „როგორც კი ომი დამთავრდა ეგრევე საქართველოში დაბრუნდება მინდოდა“- ისხენებდა იგი, მაგრამ სამწუხაროდ ნახევარ საუკუნეზე მეტს უნდა გაევლო, რათა მას საქართველოს მიწაზე კვლავ ფეხის დადგმის საშუალება მისცემოდა.
1964 წელს ბატონმა ვახტანგმა მიუნხენში საკუთარი საექიმო თერაპიული სამსახური დააარსა და 30 წლის განმავლობაში კვირაში 70 საათს მუშაობდა. დროის დიდ ნაწილს იგი თანამემამულეთა მომსახურეობას ახმარდა, იქნებოდნენ ესენი გერმანიაში მცხოვრები ქართველები თუ ტურისტები. ბატონი ვახტანგი არც ავადმყოფის ისტორიიდან დიაგნოზის დასადგენად სამშობლოდან გამოგზავნილ ამონაწერებს ტოვებდა უყურადღებოდ. „პაციენტების მადლიერების გრძნობა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჰონორარიაო“-ამბობდა იგი.
2005 წელს საქართველოს მთავრობამ ბატონი ვახტანგ ჩხაიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
4 შვილის მამის და 14 შვილიშვილის ბაბუის ოჯახში მუდამ ქართული სული ტრიალებდა. ოჯახის მეგობრები ამბობდნენ: „თუკი გერმანიაში სადმე სამოთხე არსებობს, იგი ბატონი ვახტანგის ოჯახშიაო...“

გერმანიის ქართული სათვისტომო ღრმა სამძიმარს უცხადებს ვახტანგ ჩხაიძის ოჯახსა და ნათესავებს და სითბოთი და სიყვარულით იხსენებს მის მიერ გაწეულ ღვაწლს საერთო ქართული საქმეების კეთებაში.
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები