Home ახალი ამბები გერმანიის ქართული სათვისტომოს თასი
23 | 03 | 2017
გერმანიის ქართული სათვისტომოს თასი PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
პარასკევი, 23 მაისი 2014 01:33

ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში!

ამა წლის 8 ივნისს, კვირას (მომდევნო ორშაბათი დასვენების დღეა), უკვე მეოთხედ გაიმართება ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირს ამჯერად ქალაქი ფრაიბურგი უმასპინძლებს.

ტურნირი პირველად 2011 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა შვიდმა ქართულმა გუნდმა მიიღო, 2012 და 2013 წლებში ტურნირში უკვე ცხრა გუნდმა იასპარეზა.

2014 წლის ტურნირში უკვე 10 გუნდია დარეგისტრირებული.

 

 

ტურნირი მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართველების გაცნობა-დამეგობრებას. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს. გუნდი უნდა შედგებოდეს სულ ცოტა 5 მოთამაშისაგან მეკარის ჩათვლით (სათადარიგო მოთამაშეების რაოდენობა შეზღუდული არ არის). დაიშვებიან მხოლოდ მოთამაშეები 16 წელს ზემოთ.
10-წუთიანი მატჩები გაიმართება დარბაზში ხელოვნური საფარის მოედანზე. თამაშებს ჩაატარებენ პროფესიონალი მსაჯები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გერმანიის ქართული სათვისტომოს გარდამავალი თასი, რომლის ამჟამინდელი მფლობელია გასული წლის გამარჯვებული - „ფეოლა“ (ფრაიბურგი). ტურნირის ბოლოს გამოვლინდება ასევე საუკეთესო მეკარე და ბომბარდირი.
შენატანის ოდენობა გუნდზე შეადგენს 100 ევროს. გულშემატკივართა დასწრება უფასოა.
დასაწყისი 14:00 საათზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ასევე ტელეფონზე: 0179 / 5 49 48 48 (გიორგი უმიკაშვილი, შტუტგარტი).
ტურნირის დასასრულს ტრადიციისამებრ დაგეგმილია „მესამე ტაიმის“ ჩატარება.
სპორტი აერთიენებსო ნათქვამია, ეს ტურნირი სამშობლოს მოშორებული ქართველების გაერთიანების ჩვენეული მცდელობაა!
ველით თქვენს გამოხმაურებას!
გერმანიის ქართული სათვისტომო

ბოლოს განახლდა შაბათი, 21 ივნისი 2014 19:39
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები