Home ახალი ამბები
30 | 03 | 2017
ახალი ამბები
წლის საუკეთესო სტუდენტები PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
შაბათი, 28 მარტი 2015 23:51

წლის საუკეთესო სტუდენტები

გერმანიის ქართული სათვისტომო ყოველწლიურად ატარებს კონკურსს გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე საუკეთესო ქართველი სტუდენტების გამოსავლენად. 2015 წლამდე კონკურსი ერთ გამარჯვებულს ავლენდა, რომელიც  წლის საუკეთესო სტუდენტის წოდებასთან ერთად ჯილდოვდებოდა სათვისტომოს საპატიო სიგელითა და ქართველ-გერმანელი სპონსორების მიერ გამოყოფილი ფულადი პრემიით.

ათწლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ საკმაოდ რთულია ძირეულად განსხვავებული ფაკულტეტების სტუდენტების და მათი შეფასებების ერთმანეთთან შედარება და მხოლოდ ერთი გამარჯვებულის გამოვლენა. აქედან გამომდინარე სათვისტომოს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, 2015 წლიდან კონკურსი სამ კატეგორიაში ჩატარდეს და გამარჯვებული სტუდენტები გამოვლინდეს თიტოეულ კატეგორიაში.

ამიერიდან გამოვლინდებიან საუკეთესო სტუდენტები შემდეგ სამ სასწავლო მიმართულებაში:

  1. მედიცინის, ზუსტი, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნიკური მეცნიერებები
  2. სოციალური, ჰუმანიტარული, სამართლისა და ეკონომიკის მეცნიერებები
  3. ხელოვნება

 

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში დამამთავრებელ სტადიაზე ანუ უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის ჩასაბარებლად ან მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად)

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთები:

  1. შევსებული და ხელმოწერილი “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი”, რომელიც შეგიძლიათ აქედან ჩამოტვირთოთ. გთხოვთ “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი”აუცილებლად გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს .
  2. პასპორტის ძირითადი გვერდების ასლი
  3. დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ სტუდენტი ირიცხება უმაღლეს სასწავლებელში (Immatrikulationsbescheinigung)
  4. უმაღლესი სასწავლებლის მიერ განსაზღვრული სავალდებულო ჩათვლების და გამოცდების სრული რაოდენობა და ჩამონათვალი.
  5. ჩაბარებული ჩათვლების და გამოცდების რაოდენობა, ჩამონათვალი და მიღებული შეფასებები (ყველა დამადასტურებელი საბუთის ასლები).
  6. მოტივაციის წერილი, არაუმეტეს 2 გვერდისა.
  7. CV ტაბულარული ავტობიოგრაფია.
  8. ხელოვანებისათვის სასურველია შეძლებისამებრ წარადგინონ მათი ნამუშევრების (ელექტრონული ფოტო ან ვიდეო მასალა).

ვადები:

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა ყოველი წლის 10 მაისი. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი გამოგზავნეთ აქ მოცემულ მისამართზე.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოება მოეწყობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე, რომელიც გაიმართება მიუნხენში მაისის დამლევს/ივნისის დასაწყისში. ამდენად კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი მოწვეულია ზეიმზე დასასწრებად, ხოლო ყველა გამარჯვებული სტუდენტის ზეიმზე დასწრება აუცილებელია პირობაა პრიზის გადაცემისათვის.

საუკეთესო სტუდენტებს გამოავლენს სპონსორებისაგან შემდგარი ჟიური.
ძვირფასო სტუდენტებო, იჩქარეთ, ჩაერთეთ კონკურსში.
თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები ამ მისამართზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს გამოგზავნეთ.

 

გვაქვს შემოთავაზება, რომ ერთ-ერთი პრიზის სპონსორები იყვნენ გერმანიაში მცხოვრები ყოფილი და ახლანდელი სტუდენტები (შემოწირულობის ოდენობა - ნებისმიერი), ანუ ვინც უკვე ისწავლა და იცის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სტუდენტთათვის მხარდაჭერა, მათი აღიარება და განსაკუთრებით კი გერმანიაში მოსწავლე წარმატებული სტუდენტების შესახებ სამშობლომდე ინფორმაციის მიტანა (ჩვენ ხომ ძალიან ხშირად გვესმის, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდიან საქართველოში!).

კონკურსისათვის სპონსორობის გაწევის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს .

 

 

 

 

 

 

 







 

 

 

 

2005 წლიდან 2014 წლამდე შემდეგი კონცეფციით ტარდებოდა კონკურსი

 

კონკურსი "წლის საუკეთესო სტუდენტი"


შესავალი:
გერმანიის ქართული სათვისტომო ყოველწლიურად ატარებს კონკურსს გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე საუკეთესო ქართველი სტუდენტის გამოსავლენად. გამარჯვებულ სტუდენტს ენიჭება წლის საუკეთესო სტუდენტის წოდება და ჯილდოვდება სათვისტომოს საპატიო სიგელითა და ქართველ-გერმანელი სპონსორების მიერ გამოყოფილი ფულადი პრემიით.

კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში Hauptstudium-ის დამამთავრებელ სტადიაზე, ანუ უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული Hauptstudium-ის გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის ჩასაბარებლად ან მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად)

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთები:
1. შევსებული და ხელმოწერილი “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი”, რომელიც შეგიძლიათ აქედან ჩამოტვირთოთ. გთხოვთ “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი” აუცილებლად გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს .
2. პასპორტის ძირითადი გვერდების ასლი
3. სტუდბილეთი (Immatrikulationsbescheinigung) 
4. უმაღლესი სასწავლებლის მიერ განსაზღვრული სავალდებულო ჩათვლების და გამოცდების სრული რაოდენობა და ჩამონათვალი. 
5. ჩაბარებული ჩათვლების და გამოცდების რაოდენობა, ჩამონათვალი და მიღებული შეფასებები (ყველა დამადასტურებელი საბუთის ასლები).

ვადები:
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა ყოველი წლის 20 მაისი
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი გამოგზავნეთ აქ მოცემულ მისამართზე.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტის დაჯილდოება ეწყობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე, რომელიც იმართება მიუნხენში ყოველი წლის მაისის დამლევს / ივნისის დასაწყისში. ამდენად კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი მოწვეულია ზეიმზე დასასწრებად, ხოლო გამარჯვებულის ზეიმზე დასწრება აუცილებელია პრიზის გადაცემისათვის.

საუკეთესო სტუდენტს გამოავლენს სპონსორებისაგან შემდგარი ჟიური.

ძვირფასო სტუდენტებო, მოგიწოდებთ ჩაერთოთ კონკურსში.

კონკურსისათვის სპონსორობის გაწევის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 17 მარტი 2011 23:36


ბოლოს განახლდა ორშაბათი, 09 მაისი 2016 22:21
 
ბედნიერ შობა-ახალ წელს PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
პარასკევი, 26 დეკემბერი 2014 14:57

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 16 მარტი 2015 00:28
 
ევროკავშირთან ასოცირება PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
პარასკევი, 27 ივნისი 2014 21:03

ვუერთდებით საერთო ეროვნულ სიხარულს ევროპასთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებასთან დაკავშირებით.

ვულოცავთ მთლიანად საქართველოს, საქართველოს მთელს მოსახლეობას, ყველა ქართველს და ქართველთ მეგობარს ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფოსაკენ კიდევ ერთი, მყარი ნაბიჯის გადადგმას.

Image: www.geotimes.ge

ვულოცავთ ასევე უკრაინასა და მოლდავეთს


ლერი დათაშვილი

გერმანიის ქართული სათვისტომოს  თავმჯდომარე

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 28 აგვისტო 2014 21:36
 
ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში! PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
შაბათი, 21 ივნისი 2014 19:39

ფრაიბურგი 2014

იხილეთ ტურნირის ამსახველი ფოტო-კოლაჟი.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 27 ივნისი 2014 21:03
 
პროფესორ შტოლნერის მოხსენება PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
პარასკევი, 23 მაისი 2014 01:50

 

პროფესორ შტოლნერის მოხსენების ნახვა ინტერნეტის მეშვეობით პირდაპირ ეთერში!

 

საყდრისის ოქროს მაღაროს შესახებ პროფესორ შტოლნერის მოხსენებისადმი დიდი ინტერესისა და შემოსული თხოვნების გამო ვიზრუნეთ ვებ-კამერის საშუალებით მოხსენების პირდაპირი ჩართვა ხელმისაწვდომი გაგვეხადა ყველა დაინტერესებული პირისათვის საქართველოში, გერმანიასა და სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. იმისათვის, რომ შეძლოთ მოხსენების ნახვა ინტერნეტის საშუალებით რეალურ დროში (პირდაპირი ეთერით), მიყევით შემდეგ ბმულს.

https://webconf.vc.dfn.de/sakdrisi/

სახელის ველში (ველი, რომლის წინაც მითითებულია Name) შეიყვანეთ თქვენი სახელი და დააკლიკეთ იქ, სადაც წერია Betreten Sie den Raum. მოხსენება დაიწყება 23 მაისს 19:00-ზე (გერმანიის დროით), თუმცა ვებ-კამერის გადაცემა ცოტა უფრო ადრე იქნება ჩართული შემოწმებისათვის. საჭიროების შემთხვევაში მოხსენების სლაიდების ნახვაც იქნება შესაძლებელი პარალელურად, თუმცა თქვენი სურვილის მიხედვით ვიდეო-ფანჯრის სრულ ეკრანზე ცქერა შეგიძლიათ, თუკი შესაბამის ღილაკს დააწვებით მარჯვენა ზედა კუთხეში.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ chat-ით, რომელსაც ნახავთ მარჯვენა კუთხეში მონიტორის ქვემოთა ნაწილში, რის მეშვეობითაც შეგიძლიათ წერილობით დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ საყდრისის თემისადმი დიდი დაინტერესების გამო, ადამიანთა ჩართვების დიდმა რაოდენობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჩვენების ხარისხზე, ამავე მიზეზის გამო შესაძლოა ვებ-შეხვედრაზე შემოერთებულ ადამიანთა რაოდენობის შეზღუდვა გახდეს აუცილებელი, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს (ამჟამად, წინასწარ დაყენებული მონაცემების მიხედვით, ყველა მსურველს შეუძლია შეხვედრისა და მოხსნების რეალურ დროში ცქერა).

პატივისცემით,
გერმანიის ქართული სათვისტომოს გამგეობა

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 ივნისი 2014 11:29
 
« დაწყებაწინა12345678910შემდეგიბოლოს »

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები