Home ახალი ამბები
30 | 04 | 2017
ახალი ამბები
მორიგი განცხადება PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
ოთხშაბათი, 22 იანვარი 2014 22:48

გერმანიის ქართული სათვისტომო გულწრფელ სინანულს გამოთქვამს
უკრაინაში განვითარებული დაპირისპირების გამო.

სათვისტომო სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებას ალტერნატივა არა აქვს.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 10 მარტი 2014 12:00
 
მრავალ შობა-ახალ წელს PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
სამშაბათი, 31 დეკემბერი 2013 13:44

ბოლოს განახლდა შაბათი, 22 თებერვალი 2014 23:39
 
ბატონი ვახტანგ ჩხაიძე PDF ბეჭდვა ელფოსტა
გერმანიის ქართული სათვისტომო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უხუცესი ქართველი ემიგრანტის, ჭეშმარიტი მამულიშვილის, გერმანიის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი თანადამფუძნებლის და სათვისტომოს საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ვახტანგ ჩხაიძის გარდაცვალების გამო.

21 წლის სამედიცინო ინსტიტუტის ახლად კურსდამთავრებული ვახტანგ ჩხაიძე 1941 წლის 10 სექტემბერს 100 თანაკურსელ ექიმთან ერთად წითელ არმიაში გაიწვიეს. უცხოეთში სამუდამოდ დარჩენა არასოდეს უფიქრია, „როგორც კი ომი დამთავრდა ეგრევე საქართველოში დაბრუნდება მინდოდა“- ისხენებდა იგი, მაგრამ სამწუხაროდ ნახევარ საუკუნეზე მეტს უნდა გაევლო, რათა მას საქართველოს მიწაზე კვლავ ფეხის დადგმის საშუალება მისცემოდა.
1964 წელს ბატონმა ვახტანგმა მიუნხენში საკუთარი საექიმო თერაპიული სამსახური დააარსა და 30 წლის განმავლობაში კვირაში 70 საათს მუშაობდა. დროის დიდ ნაწილს იგი თანამემამულეთა მომსახურეობას ახმარდა, იქნებოდნენ ესენი გერმანიაში მცხოვრები ქართველები თუ ტურისტები. ბატონი ვახტანგი არც ავადმყოფის ისტორიიდან დიაგნოზის დასადგენად სამშობლოდან გამოგზავნილ ამონაწერებს ტოვებდა უყურადღებოდ. „პაციენტების მადლიერების გრძნობა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჰონორარიაო“-ამბობდა იგი.
2005 წელს საქართველოს მთავრობამ ბატონი ვახტანგ ჩხაიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
4 შვილის მამის და 14 შვილიშვილის ბაბუის ოჯახში მუდამ ქართული სული ტრიალებდა. ოჯახის მეგობრები ამბობდნენ: „თუკი გერმანიაში სადმე სამოთხე არსებობს, იგი ბატონი ვახტანგის ოჯახშიაო...“

გერმანიის ქართული სათვისტომო ღრმა სამძიმარს უცხადებს ვახტანგ ჩხაიძის ოჯახსა და ნათესავებს და სითბოთი და სიყვარულით იხსენებს მის მიერ გაწეულ ღვაწლს საერთო ქართული საქმეების კეთებაში.
 
შეხვედრა ემიგრაციულ, იურიდიული და საკონსულო საკითხებზე PDF ბეჭდვა ელფოსტა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტის წარმომადგენლები შეხვდებიან გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს.

შეხვედრა გაიმართება 29 სექტემბერს 18:00 საათზე მიუნხენში

(მისმართი: Eine Welthaus -  Schwanthalerstraße 80. 80336 München)

შეხვედრის მიზანი:

-  ზოგადი ინფორმაცია მიგრაციის თემაზე  მიმდინარე პროექტის შესახებ

-  ქართველ ემიგრანტებს შორის პროფესიონალი კადრების შერჩევა საქართველოში ტრენინგების ჩასატარებლად (შერჩეული პირები  მიიღებენ ჰონორარს და აუნაზღაურდებათ სამგზავრო ხარჯები).

-  ინფორმაცია საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების შესაძლებლობების შესახებ.

სტუმარი ორგანიზაციები დაინტერესებული არიან დიასპორის წევრებს შორის მოიძიონ პროფესიონალი ემიგრანტები, რომლებიც ჩაატარებენ საქართველოში 2-3 დღიან ტრენინგს  შემდეგ სფეროებში:

  • სოფლის მეურნეობა,
  • ვაჭრობა,
  • წარმოება,
  • ტურიზმი,
  • ინფრასტრუქტურა ან არქიტექტურა.

აღნიშნული ტრენინგები ხელს შეუწყობს ქართველი ემიგრანტების ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას სხვადასხვა სფეროში და მათ ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესში.

www.gyla.org www.cipdd.org

შეხვედრას ასევე დაესწრება საქართველოს კონსული გერმანიაში ბატონი გიორგი ტაბატაძე, რომელიც საკონსულო აღრიცხვაზე და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს. მისი დახმარებით საკონსულო აღრიცხვა პირდაპირ შეხვედრაზე იქნება შესაძლებელი. მიაქციეთ ყურადღება, რომ იმ პირებმა, რომელთაც დამატებითი სიების საშუალებით მიიღეს მონაწილეობა წინა არჩევნებში, უნდა გაიარონ საკონსულო აღრიცხვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. დამატებით იხილეთ აქ.

შეხვედრის ორგანიზაცია და საინფორმაციო მხარდაჭერა:
გერმანიის ქართული სათვისტომო
http://satvistomo.com

 
თხოვნა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას PDF ბეჭდვა ელფოსტა

გერმანისს ქართული სათვისტომო სამხრეთ გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით მოგმართავთ თხოვნით რათა მიუნხენში გაიხსნას საარჩევნო უბანი რომელიც მომავალში საქართველოში ნებისმიერი არჩევნების პროცესში საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის იოლ საშუალებას მისცემს.

დიდი მადლობა გულისხმიერებისათვის,

თქვენი

გერმანიის ქართული სათვისომო

 
« დაწყებაწინა12345678910შემდეგიბოლოს »

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები