Home ახალი ამბები
30 | 04 | 2017
ახალი ამბები
არა ძალადობას! არა გარყვნილებას! PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
ორშაბათი, 20 მაისი 2013 23:41

გავუხსნათ გონება სინათლეს, რათა "ბნელი იგი მას ვერ ეწიოს" და თავისუფლება არ წაგვერთვას!

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 29 მაისი 2013 23:10
 
დამოუკიდებლობის ზეიმი PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
ორშაბათი, 20 მაისი 2013 23:03

გერმანიის ქართული სათვისტომო გიწვევთ,


შაბათს, 25 მაისს, 17:30,

EineWeltHaus
Schwanthalerstr. 80 RGB
80336 München,

საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ საზეიმო შეხვედრაზე.

თქვენ გელით - საინტერესო კულტურული პროგრამა, ქართული ღვინო და ბავარიული ლუდი. ასევე ბუფეტი, ხაჭაპურით და ტკბილეულით.

აქ ყველა ერთად გავიგებთ, ვინ გახდება 2013 წლის გერმანიის საუკეთესო ქართველი სტუდენტი.

შეხვედრის მეორე ნაწილში ფეხბურთის მოყვარულებს შეეძლებათ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნახვა დიდ ეკრანზე. ხოლო საუბრის და გართობის მსურველებს შეუძლიათ მუსიკის თანხლებით გააგრძელონ საღამო. 

ღონისძიებაზე დასწრების საფასურია 5 ევრო. სასმელები გაიყიდება. შემოსული თანხა გადაირიცხება გერმანიის ქართული სათვისტომოს საქველმოქმედო ფონდში.

გთხოვთ მობრძანდეთ.

Georgischer Verein in Deutschland e.V. lädt Sie ganz herzlich am Samstag, den 25. Mai, um 17:30 Uhr zu der Feier des Unabhängigkeitstages von Georgien ein.

Ein interessantes kulturelles Programm, georgischer Wein und bayerisches Bier werden bei uns auf Sie warten. 

Während der Feier wird der beste georgische Student des Jahres 2013 in Deutschland ausgezeichnet. 

Im zweiten Teil des Abends haben die Fußballfans die Möglichkeit Champions League Finale live auf der großen Leinwand zu verfolgen. Für die Stimmung und Unterhaltung anderer Gäste sorgen wir mit der schönen Musik im Nebenraum. 

Eintritt 5 Euro. Die Getränke sind käuflich erhältlich. Die Einnahmen gehen an Wohltätigkeitsfond des Georgischen Verein in Deutschland e.V.

Wir freuen uns auf Ihr Kommen.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 29 მაისი 2013 22:19
 
ქართულ-ბავარიული საღამო ალპებში PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
ოთხშაბათი, 01 მაისი 2013 00:00

გერმანიის ქართული სათვისტომო  და საზოგადოება – „Trachtenverein D'Achentaler“-ი 11 და 12 მაისს გიწვევთ  ქართულ-ბავარიული ღონისძიებაზე სახელწოდებით - „Ein Wochenende durch die bayerische und georgische Seele“.

ღონისძიების პროგრამა მოიცავს კულტურულ ნაწილს, რომელიც 11 მაისს ქართულ-ბავარიული ერთობლივი კონცერტის სახით ჩატარდება. 12 მაისს კი დაგეგმილია ბავარიელ მასპინძლებთან ერთად ალპების ერთ-ერთი მწვერვალის დალაშქვრა.

კონცერტზე ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის ქართული სათვისტომოს ქართული ხალხური ცეკვის ჯგუფი „იბერისი“ (როგორც უფროსი, ასევე უმცროსი მოცაკვავეები), მიუნხენის ბავშვთა ცეკვის ჯგუფი, სიმღერის ჯგუფი „აისი“. საღამოზე წარმოდგენილი იქნება თეატრალურ-მუსიკალური ნომერი „მია ზან მია“ და ვიქტორინა ქართულ-ბავარიული ზნე-ჩვეულებების ირგვლივ. ბავარიელთა მხრიდან იცეკვებენ და იმღერებენ საზოგადოება „Trachtenverein D'Achentaler“-ის მოცეკვავეთა გუნდი და მომღერალთა კვარტეტი. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული და ბავარიული კერძები, მიირთვან ქართული ღვინო და ბავარიული ლუდი.

მიუნხენიდან კონცერტზე წასვლის მსურველებს მოემსახურებათ ავტობუსი, რომელიც იმავე საღამოს დაბრუნდება უკან. ავტობუსით მგზავრობა და კონცერტის ბილეთის ღირებულებაა 15 ევრო. ხოლო მხოლოდ კონცერტზე დასწრების საფასურია 5 ევრო. ავტობუსით წამოსვლის და დამატებითი ინფორმაციის მიღების მსურველებმა მოგვმართეთ შემდეგ მაილზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს .

კონცერტი ჩატარდება ქ. უნტერვოზენის საზოგადოებრივ დარბაზში, მისამართზე Hauptstr. 73, 83246 Unterwössen. დასაწყისი 18:00, დასასრული 21:30

 

თქვენი გერმანიის ქართული სათვისტომო

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 20 მაისი 2013 23:03
 
სტუდენტთა კონკურსი 2013 PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
შაბათი, 09 მარტი 2013 17:35

გამოცხადდა საბუთების მიღება გერმანიის 2013 წლის საუკეთესო ქართველი სტუდენტის კონკურსში მონაწილეობისათვის. გამარჯვებული სტუდენტის დაჯილდოვება მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე, რომელიც მაისის ბოლოს გაიმართება მიუნხენში.

კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი გულითადად არის მოწვეული ზეიმზე დასასწრებად, ხოლო გამარჯვებულის ზეიმზე დასწრება აუცილებელი პირობაა ფულადი პრიზის გადაცემისათვის.

კონკურსში მონაწილეობის პირობებს გაეცანით აქ.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 29 მაისი 2013 22:20
 
სათვისტომოს განცხადება PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
კვირა, 10 თებერვალი 2013 22:47

 

 

გერმანიის ქართული სათვისტომო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. გვწამს, რომ თავისუფლება და ევროპული მომავალი გარდაუვალია როგორც უკრაინისათვის ასევე საქართველოსათვის.

 

 

Photo: www.newposts.ge

 


ბოლოს განახლდა სამშაბათი, 31 დეკემბერი 2013 16:56
 
« დაწყებაწინა12345678910შემდეგიბოლოს »

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები