Home ახალი ამბები
30 | 04 | 2017
ახალი ამბები
თავისუფლებას დიდება! PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
ორშაბათი, 31 დეკემბერი 2012 17:42

„ჩემო კარგო ქვეყანავ“,

ჩემო საყვარელო ქართველებო,

ჩვენო მეგობრებო,

 

ამ ახალი წლის წინა საღამოს გისურვებთ, რომ აღარასოდეს არც ერთ ქართველს არც ერთ დროში აღარ დასჭირვებოდეს ამის თქმა:

„აწმყო თუ არა გვწყალობს მომავალი ჩვენია“-ო,

არამედ თითოეულმა ჩვენთაგანმა გავითავისოთ, რომ ილიასათვის სანატრელი მომავალი სწორედ ჩვენი დღევანდელი აწმყოა და ყველამ ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს შეუქცევადი თავისუფლებისათვის, რამეთუ მხოლოდ თავისუფლებაში შეგვიძლია ჩვენი სამშობლოს განვითარებაზე, გაძლიერებაზე და გაერთიანებაზე სრულყოფილი ზრუნვა, დანარჩენს ყოველდღიური შრომის რეჟიმში მივაღწევთ და მართლაც სამაგალითო ქვეყანა გახდება ჩვენი სამშობლო, რამეთუ წარსულში ოდესღაც რომ ძლიერი იყო ჩვენი ქვეყანა, ამით ჩვენს მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს ვერ უზრუნველვყოფთ, წარსულში რომ სამაგალითო მებრძოლი იყო ქართველი, ის დღესაც ვერ დაგვიცვავს გარეშე თუ შინა მტრისაგან, არამედ დღეს უნდა ვიყოთ სამშობლოსათვის საუკეთესო მებრძოლები, რაც გამოიხატება კარგი განათლებითა და პროფესიონალობით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით და მთელი ცხოვრების მანძილზე სიკეთით დაგროვილი გამოცდილებით, რომელიც ქვეყანას სიბრძნედ მოევლინება და გამოადგება.

 

მრავალ ბედნიერ შობა ახალ წელს ჯანმრთელად და სიხარულით მოსწრებოდეთ, ყოველი წელი კეთილი ცვლილების მომტანი ყოფილიყოს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისათვის,

 

დიდი სიყვარულით,

ლერი დათაშვილი

ბოლოს განახლდა შაბათი, 09 მარტი 2013 17:33
 
მხარდაჭერა BRANDON STONE -ს PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
პარასკევი, 23 ნოემბერი 2012 12:04

დღეს, 23 ნოემბერს, 20:15 სატელევიზიო არხ SAT 1 -ზე Voice of Germany კონკურსში ქართველი კონკურსანტი ნახევარფინალში გასვლისათვის იბრძოლებს. ბესიკ შპეტიშვილს (ფსევდონიმი Brandon Stone) ჩვენი, თითოეული ქართველის მხარდაჭერაც სჭირდება. მას შემდეგ რაც ის და მისი მოწინააღმდეგე დაასრულებენ გამოსვლას, ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი წუთი დასარეკად და ხმის მისაცემად. ასე რომ ... თქვენ იცით.

ბესოს კი ვუსურვებთ წარმატებას!


ბოლოს განახლდა ორშაბათი, 31 დეკემბერი 2012 17:41
 
ინტერვიუ PDF ბეჭდვა ელფოსტა
ხუთშაბათი, 27 სექტემბერი 2012 23:56

ინტერვიუ გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარესთან

ბატონ ლერი დათაშვილთან

- ტელევიზიითა და ინტერნეტით გავრცელებულმა ვიდეო-მასალებმა, რომლებიც  პატიმართა უფლებების შელახვის და არადამიანური მოპყრობის ფაქტებს ასახავს, შეძრა მთელი საქართველო. მას შემდეგ თითქმის ყოველ დღე პატიმრების წამების (უკვე არა მარტო გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაღებული) ახალ-ახალი კადრები და ინფორმაცია ვრცელდება.  ბატონო ლერი, რა კითხვები გებადებათ პირადად თქვენ მათი ნახვისას?

- პირველ რიგში მინდა გამოვხატო ჩემი უკიდურესი წუხილი იმის შესახებ, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ტელევიზიებით ვიხილეთ: უკიდურესად შეურაცხყოფილი ვარ როგორც ერთი ჩვეულებრივი ქართველი, როგორც სამშობლოს პატრიოტი, მისი წარმატებული განვითარების, ერთიანობის, მთლიანობისა და შეუქცევადი თავისუფლების მოსურნე, ვინაიდან წარმოუდგენლად მიმაჩნია უმწეო ადამიანებისადმი ძალადობრივი მოპყრობა და, რბილად რომ ვთქვათ, მათი ყველანაირი უფლების ფეხქვეშ გათელვა.

უპირველესი კითხვა, რაც პირველი კადრების ნახვის დროს დამებადა იყო: გადაიტანს კი ჩემი ქვეყანა ამ უბედურებას?

- თქვენ, ერთ ჩვეულებრივ ქართველს, გჯერათ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებისა იმის შესახებ, რომ მათ ამ საზარელი ფაქტების შესახებ არაფერი იცოდნენ?

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 20 ნოემბერი 2012 20:29
დაწვრილებით...
 
სათვისტომოს განცხადება PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2012 23:31

 

საქართველოს ტელევიზიებით გავრცელებული შემზარავი კადრების ნახვამ, რომლებიც ასახავდა თუ როგორ ეპყრობიან ციხის მოხელენი უმწეო ადამიანებს,  შეგვძრა სულით ხორცამდე მთელი ქართველობა, და არა მარტო ქართველობა.

ყოველივე ის რაც ამ კადრებშია ასახული უამრავ კითხვას აჩენს, რომლებიც საჭიროებენ შესაბამის პასუხებსა და .განმარტებებს: მაგალითისათვის, რატომ არ ექცეოდა სათანადო ყურადღება პენინტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ აქამდე გავრცელებულ უამრავ ინფორმაციას? არის კი გავრცელებული ფაქტები ყველაზე ცუდი რაც კი ხდებოდა / ხდება საქართველოს ციხეებში?

გერმანიის ქართული სათვისტომო გამოხატავს უდიდეს პროტესტს ადამიანთა მიმართ უსაზიზღრესი ძალადობისა და მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვის ფაქტების გამო.

მოვითხოვთ, გამოვლენილ იქნან და კანონის სრული შესაბამისობით, უმკაცრესად იქნან დასჯილი ამ ფაქტების უკლებლივ ყველა მონაწილე, შემსრულებელნი, მოსეირენი, გაჩუმებულად განზე მდგომნი, წამყრუებელნი, დამკვეთნი, უმაღლესი პასუხისმგებელი პირნი, ამ ფაქტების თვეობით თუ წლობით დამმალავნი, რამეთუ იმ საზოგადოებას, სადაც ისინი შესაძლოა წევრებად ითვლებოდნენ, არავითარი მომავალი არ გააჩნია.

მოვითხოვთ, გამოძიებისა და სასამართლო პროცესები წარიმართოს გამჭვირვალედ, რათა თითოეულ მოქალაქეს მოგვეცეს საშუალება თავად გავაკეთოთ დასკვნები.

ამასთანავე, ძვირფასო ქართველებო, ყველას გთხოვთ გამოვიჩინოთ სიბრძნე და შევინარჩუნეთ სიმშვიდე, რათა ჩვენი ქვეყნის წინაშე აღმართული ყველა ბარიერი ღირსეულად გადავლახოთ.


გერმანიის ქართული სათვისტომო

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 20 ნოემბერი 2012 20:30
 
შეუქცევადი თავისუფლება საქართველოს PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
სამშაბათი, 31 ივლისი 2012 18:34

გერმანიის ქართული სათვისტომო უერთდება სრულიად საქართველოს აგვისტოს ომის გმირთა გახსნებასა და დაღუპულთა სულების მოხსენიებაში, გამოთქვამს პროტესტს რუსული იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ქმედითი ღონისძიებების გატარებისაკენ რუსული ოკუპაციის შეჩერებიასა და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის მიღწევისათვის.

 

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 20 ნოემბერი 2012 20:31
 
« დაწყებაწინა12345678910შემდეგიბოლოს »

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები