Home ახალი ამბები
12 | 12 | 2017
ახალი ამბები
კალათბურთი გერმანია საქართველო PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Zurab Kotchlamazashvili   
ორშაბათი, 25 ივნისი 2012 19:57
გერმანიის ქართული სათვისტომოს სპორტის ქომაგთა კლუბ ივერიელის ორგანიზებით ამა წლის 13 აგვისტოს(ორშაბათი დღეა) ავტობუსით მივემგზავრებით ქალაქ ლაიპციგში, სადაც ჩატარდება ამხანაგური საკალათბურთო შეხვედრა გერმანიის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის. სავარაუდოდ ორივე გუნდი იასპარეზებს უძლიერესი შემადგენლობით: ნოვიცკი, კამანი, ფაჩულია, სანიკიძე,.... წამოსვლის სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით რაც შეიძლება სწრაფად, არა უგვიანეს 29 ივლისისა, რადგან ადგილები ძალზედ შეზღუდულია. ღირებულებაა 35 ევრო. აქ შედის მგზავრობა ორივე მიმართულებით და დარბაზში შესვლის ბილეთი. აქვე მსურს გაცნობოთ, რომ ქომაგთა კლუბი ივერიელი იწყებს მონაწილეობას მიუნხენის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობის ფონდში. შეგროვებული თანხის გარკვეული ნაწილი გადარიცხული იქნება ამ ფონდში
ბოლოს განახლდა შაბათი, 29 სექტემბერი 2012 13:15
დაწვრილებით...
 
დამოუკიდებლობის დღე PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
შაბათი, 26 მაისი 2012 13:20

გერმანიის ქართული სათვისტომო ულოცავს სრულიად

საქართველოს, ყველა ქართველსა და ქართველთ მეგობარს

საქართველოს დამოუკიდებლობას.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 02 ივლისი 2012 21:28
 
სტუდენტთა კონკურსი 2012 PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
ორშაბათი, 21 მაისი 2012 09:08

გერმანიის 2012 წლის საუკეთესო ქართველი სტუდენტის კონკურსში მონაწილეობისათვის საბუთების მიღების ვადა გაგრძელებულია 2012 წლის 25 მაისამდე.

გამარჯვებული სტუდენტის დაჯილდოვება მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე, რომელიც 27 მაისს გაიმართება მიუნხენში 17:00-დან. მისამართი:

EineWeltHaus München e.V.
Schwanthalerstr. 80
80336 München

(დაწვრილებით)

კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი გულითადად არის მოწვეული ზეიმზე დასასწრებად, ხოლო გამარჯვებულის ზეიმზე დასწრება აუცილებელი პირობაა ფულადი პრიზის გადაცემისათვის.

კონკურსში მონაწილეობის პირობებს გაეცანით აქ.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 02 ივლისი 2012 21:28
 
გერმანიის ქართული სათვისტომოს თასი PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
კვირა, 22 აპრილი 2012 22:48

ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში

გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით, ამა წლის 24 ივნისს, კვირას, ქალაქ შტუტგარტში უკვე მეორედ გაიმართება ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირი პირველად 2011 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა შვიდმა ქართულმა გუნდმა მიიღო. იგი მიზნად ისახავს გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში მიმოფანტული ქართველების გაცნობა-დამეგობრებას.

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია გერმანიის ნებისმიერ ქალაქში მცხოვრები ქართველებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს. გუნდი უნდა შედგებოდეს სულ ცოტა 5 მოთამაშისაგან მეკარის ჩათვლით (სათადარიგო მოთამაშეების რაოდენობა შეზღუდული არ არის). დაიშვებიან მხოლოდ მოთამაშეები 16 წელს ზემოთ.

10-წუთიანი მატჩები გაიმართება დარბაზში ხელოვნური საფარის მოედანზე. თამაშებს ჩაატარებენ პროფესიონალი მსაჯები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გერმანიის ქართული სათვისტომოს გარდამავალი თასი, რომლის ამჟამინდელი მფლობელია გასული წლის გამარჯვებული - „გაერთიანებული საქართველო“ (შტუტგარტი).

შენატანის ოდენობა გუნდზე შეადგენს 90 ევროს.  გულშემატკივართა დასწრება უფასოა.

დასაწყისი 14:00 საათზე.

ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ შევსებული ანკეტა 2012 წლის 3 ივნისამდე შემდეგ მისამართზე  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს . გუნდების სავარაუდო რაოდენობის დასადგენად, სასურველია 25 მაისამდე ი-მეილით შეგვატყობინოთ თქვენი გუნდის დაინტერესების შესახებ. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონზე: 0179 / 54 94 848 (გიორგი უმიკაშვილი).

სპორტი აერთიენებსო ნათქვამია, ეს ტურნირი სამშობლოს მოშორებული ქართველების გაერთიანების ჩვენეული მცდელობაა!

ველით თქვენს გამოხმაურებას!

Satvistomos Tasi
ბოლოს განახლდა ორშაბათი, 02 ივლისი 2012 21:29
 
ქრისტე აღსდგა! PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
კვირა, 15 აპრილი 2012 14:08

Satvistomo

 

 

 

 

GeorgiansInArmenia

ქართველთა საზოგადოება არმენიადან გილოცავთ

ბოლოს განახლდა კვირა, 22 აპრილი 2012 22:48
 
« დაწყებაწინა12345678910შემდეგიბოლოს »

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები