Home ახალი ამბები
23 | 03 | 2017
ახალი ამბები
სტუდენტთა კონკურსი 2012 PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
შაბათი, 04 თებერვალი 2012 17:21

გამოცხადდა საბუთების მიღება გერმანიის 2012 წლის საუკეთესო ქართველი სტუდენტის კონკურსში მონაწილეობისათვის. გამარჯვებული სტუდენტის დაჯილდოვება მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე, რომელიც მაისის ბოლოს გაიმართება მიუნხენში.

კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი გულითადად არის მოწვეული ზეიმზე დასასწრებად, ხოლო გამარჯვებულის ზეიმზე დასწრება აუცილებელი პირობაა ფულადი პრიზის გადაცემისათვის.

კონკურსში მონაწილეობის პირობებს გაეცანით აქ.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 02 ივლისი 2012 21:28
 
შეხვედრა საქართველოს ტყვიის მსროლელთა ეროვნული ნაკრებთან PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Zurab Kotchlamazashvili   
კვირა, 22 იანვარი 2012 14:22
ამა წლის 26 იანვარს (ხუთშაბათი დღეა), 19:00 საათზე, გერმანიის ქართული სათვისტომოს სპორტის ქომაგთა კლუბ „ივერიელის“ ორგანიზებით მოეწყობა სპორტული საღამო, რომელზეც სტუმრად გვეყოლება საქართველოს ტყვიის მსროლელთა ეროვნული ნაკრები, ოლიმპიურ ჩემპიონ, ნინო სალუქვაძის ხელმძღვანელობით. გთხოვთ მობრძანდეთ, ყველას გიწვევთ გულითადად.შეხვედრის დასასრულს სტუმრებს გავუმასპინძლდებით ტკბილი სუფრით, დავლოცავთ და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში.
შეხვედრა გაიმართება შემდეგ მისამართზე: Moosacherstraße 81, U-Bahnhaltestelle: Oberwiesenfeld U3(ჩაჯექით ცენტრიდან მომავალ ბოლო ვაგონში). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 017623700068(ზურა)
ბოლოს განახლდა კვირა, 12 თებერვალი 2012 17:14
 
სათვისტომო გილოცავთ PDF ბეჭდვა ელფოსტა
კვირა, 01 იანვარი 2012 23:37

სათვისტომო გილოცავთ

ბოლოს განახლდა კვირა, 29 იანვარი 2012 12:59
 
დიასპორების სამინისტრო გილოცავთ! PDF ბეჭდვა ელფოსტა
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2011 20:32

მირზა (პაპუნა) დავითაიას მილოცვა

ძვირფასო თანამემამულეებო,

გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს. მინდა გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა, სულიერი სიმტკიცე, წარმატებები თქვენს საქმიანობაში, თქვენი ქვეყნის შენება და განვითარება.

2011 წელი ჩვენი უწყებისთვის წარმატებული წელიწადი იყო. თანამემამულეებზე ზრუნვა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტად გაიზარდა. ამის დასტურია ჩვენი აპარატის მიერ მომზადებული კანონპროექტი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო და ძალაში 2012 წლის მარტიდან შევა. ამ ახალი კანონმდებლობით სახელმწიფო ცდილობს დაეხმაროს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს ისტორიულ სამშობლოსთან უკეთ ინტეგრირების პროცესში, მიანიჭოს სამართლებრივი სტატუსი და გარკვეული პრივილეგიები. ჩვენთვის უმთავრესია ჩვენმა თანამემამულეებმა შეძლონ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, რაოდენ დიდი მანძილი და დროც არ უნდა აშორებდეთ მათ საქართველოსგან. სწორედ ამიტომ 2011 წელს სახელმწიფოს ერთ–ერთი პრიორიტეტი საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლების გაძლიერება და მათთვის ერთიანი  სასწავლო პროგრამის შექმნა იყო. კულტურის სფეროში სახელმწიფომ განახორციელა პროგრამა უცხოეთში არსებული ქართული ფოლკლორული ანსამბლების ქართული ნაციონალური სამოსით და საჭირო აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად, რაც, მიგვაჩნია, რომ ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ჩვენი თანამემამულეების მიერ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენს თანამემამულეებთან მიმართებით ბევრი პრობლემა კვლავ მოსაგვარებელია, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა თქვენ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან მეტი თანადგომა იგრძნოთ, რისთვისაც, მსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი უწყება არ დაიშურებს ენერგიას და ახალი ძალისხმევით ეცდება თქვენი ინტერესების დაცვას და სამშობლოსთან თქვენს უფრო დაახლოებას და ინტეგრირებას, ეცდება თქვენი ნიჭი და ენერგია კვლავ თქვენს ქვეყანას მოახმაროთ.

დაე დამდეგი 2012 წელი ყოფილიყოს თქვენთვის კეთილდღეობის წელი, სიკეთე, ბედნიერება, ახალი წარმატებები და გამარჯვებები დაგბედებოდეთ.

 

მირზა (პაპუნა) დავითაია

სახელმწიფო მინისტრი დიასპორების საკითხებში

ბოლოს განახლდა კვირა, 29 იანვარი 2012 12:59
 
ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრები მიუნხენში PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Zurab Kotchlamazashvili   
კვირა, 04 დეკემბერი 2011 19:58

გერმანიის  ქართული სათვისტომოს სპორტის ქომაგთა კლუბ ივერიელის ორგანიზებით 2011 წლის 27 ნოემბერს ქალაქ მიუნხენში გაიმართა ამხანაგური შეხვედრები მინი ფეხბურთში. მიუნხენის ქართულ გუნდებთან ერთად ასევე მონაწილეობა მიიღეს შტუტგარტის, ფრაიბურგის და აუგსბურგის ქართველების საფეხბურთო გუნდებმა. მიუნხენის გუნდმა ფინალში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ფრაიბურგის ძლიერი გუნდი და ამით მოიპოვა პირველი ადგილი. მესამე ადგილი კი მოიპოვა შტუტგარტის გუნდმა.

თამაშების დასრულებისთანავე გავემართეთ მიუნხენის ქართულ რესტორან "არგოში". იქ გავაგრძელეთ ჩვენი ერთად ყოფნის ზეიმი და ერთმანეთის უკეთესად გაცნობა და დამეგობრება. ბოლოს ერთმანეთს დავემშვიდობეთ იმ იმედით, რომ ჩვენ ყველა 2012 წლის მაისში ჩვენს ტრადიციულ ტურნირზე შევხვდებით ერთმანეთს.

სურათების სანახავად დააკლიკეთ აქ
ბოლოს განახლდა კვირა, 29 იანვარი 2012 13:00
 
« დაწყებაწინა12345678910შემდეგიბოლოს »

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები