Home ახალი ამბები
27 | 06 | 2017
ახალი ამბები
დიასპორების სამინისტრო გილოცავთ! PDF ბეჭდვა ელფოსტა
ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2011 20:32

მირზა (პაპუნა) დავითაიას მილოცვა

ძვირფასო თანამემამულეებო,

გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს. მინდა გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა, სულიერი სიმტკიცე, წარმატებები თქვენს საქმიანობაში, თქვენი ქვეყნის შენება და განვითარება.

2011 წელი ჩვენი უწყებისთვის წარმატებული წელიწადი იყო. თანამემამულეებზე ზრუნვა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტად გაიზარდა. ამის დასტურია ჩვენი აპარატის მიერ მომზადებული კანონპროექტი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო და ძალაში 2012 წლის მარტიდან შევა. ამ ახალი კანონმდებლობით სახელმწიფო ცდილობს დაეხმაროს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს ისტორიულ სამშობლოსთან უკეთ ინტეგრირების პროცესში, მიანიჭოს სამართლებრივი სტატუსი და გარკვეული პრივილეგიები. ჩვენთვის უმთავრესია ჩვენმა თანამემამულეებმა შეძლონ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, რაოდენ დიდი მანძილი და დროც არ უნდა აშორებდეთ მათ საქართველოსგან. სწორედ ამიტომ 2011 წელს სახელმწიფოს ერთ–ერთი პრიორიტეტი საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლების გაძლიერება და მათთვის ერთიანი  სასწავლო პროგრამის შექმნა იყო. კულტურის სფეროში სახელმწიფომ განახორციელა პროგრამა უცხოეთში არსებული ქართული ფოლკლორული ანსამბლების ქართული ნაციონალური სამოსით და საჭირო აღჭურვილობით უზრუნველსაყოფად, რაც, მიგვაჩნია, რომ ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ჩვენი თანამემამულეების მიერ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენს თანამემამულეებთან მიმართებით ბევრი პრობლემა კვლავ მოსაგვარებელია, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა თქვენ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან მეტი თანადგომა იგრძნოთ, რისთვისაც, მსურს დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი უწყება არ დაიშურებს ენერგიას და ახალი ძალისხმევით ეცდება თქვენი ინტერესების დაცვას და სამშობლოსთან თქვენს უფრო დაახლოებას და ინტეგრირებას, ეცდება თქვენი ნიჭი და ენერგია კვლავ თქვენს ქვეყანას მოახმაროთ.

დაე დამდეგი 2012 წელი ყოფილიყოს თქვენთვის კეთილდღეობის წელი, სიკეთე, ბედნიერება, ახალი წარმატებები და გამარჯვებები დაგბედებოდეთ.

 

მირზა (პაპუნა) დავითაია

სახელმწიფო მინისტრი დიასპორების საკითხებში

ბოლოს განახლდა კვირა, 29 იანვარი 2012 12:59
 
ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრები მიუნხენში PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Zurab Kotchlamazashvili   
კვირა, 04 დეკემბერი 2011 19:58

გერმანიის  ქართული სათვისტომოს სპორტის ქომაგთა კლუბ ივერიელის ორგანიზებით 2011 წლის 27 ნოემბერს ქალაქ მიუნხენში გაიმართა ამხანაგური შეხვედრები მინი ფეხბურთში. მიუნხენის ქართულ გუნდებთან ერთად ასევე მონაწილეობა მიიღეს შტუტგარტის, ფრაიბურგის და აუგსბურგის ქართველების საფეხბურთო გუნდებმა. მიუნხენის გუნდმა ფინალში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ფრაიბურგის ძლიერი გუნდი და ამით მოიპოვა პირველი ადგილი. მესამე ადგილი კი მოიპოვა შტუტგარტის გუნდმა.

თამაშების დასრულებისთანავე გავემართეთ მიუნხენის ქართულ რესტორან "არგოში". იქ გავაგრძელეთ ჩვენი ერთად ყოფნის ზეიმი და ერთმანეთის უკეთესად გაცნობა და დამეგობრება. ბოლოს ერთმანეთს დავემშვიდობეთ იმ იმედით, რომ ჩვენ ყველა 2012 წლის მაისში ჩვენს ტრადიციულ ტურნირზე შევხვდებით ერთმანეთს.

სურათების სანახავად დააკლიკეთ აქ
ბოლოს განახლდა კვირა, 29 იანვარი 2012 13:00
 
ამხანაგური შეხვედრები მინი-ფეხბურთში PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Zurab Kotchlamazashvili   
ხუთშაბათი, 10 ნოემბერი 2011 17:36

ამა წლის 27 ნოემბერს (კვირა დღეა) მიუნხენში გაიმართება ამხანაგური შეხვედრები მინი-ფეხბურთში შტუტგარტის, ფრაიბურგის და მიუნხენის საფეხბურთო გუნდებს შორის. თამაშები დაიწყება 13 საათზე შემდეგ მისამართზე: Soccerworld München, Georg-Kainz-Str.8, 80993 München. მიუნხენის ქართული ეკლესიიდან ეს საფეხბურთო დარბაზი დაშორებულია ავტობუსის ორი გაჩერებით. საკვირაო წირვის შემდეგ შეგვიძლია ერთად გავემგზავროთ ტურნირზე დასასწრებად და საქომაგოდ. ტურნირის შემდეგ ასევე იქნება ე.წ. „მესამე ტაიმი“, რომელიც მიუნხენის ქართულ რესტორანში ჩატარდება.

გერმანიის ქართული სათვისტომოს სპორტის ქომაგთა კლუბი ივერიელი გულითადად გიწვევთ ყველას საგულშემატკივროდ. დასწრება უფასოა.


http://www.soccerworld-muenchen.de/

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2011 20:43
 
შეხვედრა საქართველოს კონსულთან გერმანიაში PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Zurab Kotchlamazashvili   
ორშაბათი, 25 ივლისი 2011 10:22

ამა წლის 7 აგვისტოს მიუნხენში შედგება შეხვედრა საქართველოს კონსულთან გერმანიაში ბატონ ლაშა გიგაშვილთან. შეხვედრის დაწყების დროა 12:00 საათი.

კონსული პირადად გაგაცნობთ საკონსულო მომსახურების სიახლეებს და პროცედურებს პასპორტის და პირადობის მოწმობის აღებასთან, მოქალაქეობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

მოისმენს თქვენს შენიშვნებს, წინადადებებს, საჩივრებს და პასუხს გაგცემთ ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც გაქვთ საკონსულოსთან მიმართებაში.

გთხოვთ მობრძანდეთ!

მისამართი:

მიუნხენის ქართულ ეკლესია
Kristallstrasse 8
80995 München-Ludwigsfeld
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2011 20:44
 
ზესტაფონი-ბაზელი PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Zurab Kotchlamazashvili   
შაბათი, 25 ივნისი 2011 14:16
ამა წლის 30 ივნისს(ხუთშაბათი) მივემგზავრებით ავსტრიის ქალაქ კუფშტაინში(მდებარეობს გერმანიის საზღვართან), სადაც გაიმართება ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში ზესტაფონსა(საქართველოს ჩემპიონი)და შვეიცარიის ბაზელს(შვეიცარიის ჩემპიონი) შორის. 14:15 საათზე შევიკრიბებით მიუნხენის ცენტრალური რკინიგზის სადგურის მე-6 ბაქანთან. მგზავრობისთვის საჭიროა Bayern-Ticket-ი, რომლის ღირებულებაა 29 ევრო და 5 ადამიანს შეუძლია მისით მთელი დღის განმავლობაში სარგებლობა. მგზავრობის ხანგრძლივობაა მხოლოდ 1 საათი და 20 წუთი. დავათვალიერებთ ქალაქის ისტორიულ ციხე-სიმაგრეს (ნახეთ სურათები) და ქალაქის ცენტრს(ნახეთ სურათები). შემდეგ დავესწრებით თამაშს და ვუგულშემატკივრებთ ქართულ კლუბს. თამაში დაიწყება 18:30 საათზე. თამაშზე დასასწრებად საჭიროა ბილეთების შეძენა(ღირს 8 ევრო). თამაშის შემდეგ სავარაუდოდ მოგვეცემა გუნდთან გასაუბრების და სურათების გადაღების საშუალება. დავბრუნდებით იმავე დღეს და მიუნხენში ვიქნებით 23:22 საათზე

ბოლოს განახლდა კვირა, 10 ივლისი 2011 19:28
 
« დაწყებაწინა12345678910შემდეგიბოლოს »

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები