Home ახალი ამბები
22 | 11 | 2017
ახალი ამბები
პროფესორ შტოლნერის მოხსენება PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
პარასკევი, 23 მაისი 2014 01:50

 

პროფესორ შტოლნერის მოხსენების ნახვა ინტერნეტის მეშვეობით პირდაპირ ეთერში!

 

საყდრისის ოქროს მაღაროს შესახებ პროფესორ შტოლნერის მოხსენებისადმი დიდი ინტერესისა და შემოსული თხოვნების გამო ვიზრუნეთ ვებ-კამერის საშუალებით მოხსენების პირდაპირი ჩართვა ხელმისაწვდომი გაგვეხადა ყველა დაინტერესებული პირისათვის საქართველოში, გერმანიასა და სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. იმისათვის, რომ შეძლოთ მოხსენების ნახვა ინტერნეტის საშუალებით რეალურ დროში (პირდაპირი ეთერით), მიყევით შემდეგ ბმულს.

https://webconf.vc.dfn.de/sakdrisi/

სახელის ველში (ველი, რომლის წინაც მითითებულია Name) შეიყვანეთ თქვენი სახელი და დააკლიკეთ იქ, სადაც წერია Betreten Sie den Raum. მოხსენება დაიწყება 23 მაისს 19:00-ზე (გერმანიის დროით), თუმცა ვებ-კამერის გადაცემა ცოტა უფრო ადრე იქნება ჩართული შემოწმებისათვის. საჭიროების შემთხვევაში მოხსენების სლაიდების ნახვაც იქნება შესაძლებელი პარალელურად, თუმცა თქვენი სურვილის მიხედვით ვიდეო-ფანჯრის სრულ ეკრანზე ცქერა შეგიძლიათ, თუკი შესაბამის ღილაკს დააწვებით მარჯვენა ზედა კუთხეში.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ chat-ით, რომელსაც ნახავთ მარჯვენა კუთხეში მონიტორის ქვემოთა ნაწილში, რის მეშვეობითაც შეგიძლიათ წერილობით დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ საყდრისის თემისადმი დიდი დაინტერესების გამო, ადამიანთა ჩართვების დიდმა რაოდენობამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჩვენების ხარისხზე, ამავე მიზეზის გამო შესაძლოა ვებ-შეხვედრაზე შემოერთებულ ადამიანთა რაოდენობის შეზღუდვა გახდეს აუცილებელი, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს (ამჟამად, წინასწარ დაყენებული მონაცემების მიხედვით, ყველა მსურველს შეუძლია შეხვედრისა და მოხსნების რეალურ დროში ცქერა).

პატივისცემით,
გერმანიის ქართული სათვისტომოს გამგეობა

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 ივნისი 2014 11:29
 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
პარასკევი, 23 მაისი 2014 01:41

გერმანიის ქართული სათვისტომოს ძვირფასო წევრებო და მეგობრებო,

შაბათს, 24 მაისს, 18 საათზე გიწვევთ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე

წელსაც ჩვეულებისამებრ გელით საინტერესო პროგრამა მუსიკის თანხლებით. თქვენ მიიღებთ ინფორმაციას სათვისტომოს პროექტებისა და ინიციატივების შესახებ და შეიტყობთ ვინ გახდება გერმანიის წლის საუკეთესო ქართველი სტუდენტი.

ფეხბურთის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ დიდ ეკრანზე უყურონ ჩემპიონთა ლიგის ფინალს და ისიამოვნონ ქართული სამზარეულოთი და ბავარიული ლუდით.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 ივნისი 2014 11:30
დაწვრილებით...
 
გერმანიის ქართული სათვისტომოს თასი PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
პარასკევი, 23 მაისი 2014 01:33

ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში!

ამა წლის 8 ივნისს, კვირას (მომდევნო ორშაბათი დასვენების დღეა), უკვე მეოთხედ გაიმართება ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირს ამჯერად ქალაქი ფრაიბურგი უმასპინძლებს.

ტურნირი პირველად 2011 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა შვიდმა ქართულმა გუნდმა მიიღო, 2012 და 2013 წლებში ტურნირში უკვე ცხრა გუნდმა იასპარეზა.

2014 წლის ტურნირში უკვე 10 გუნდია დარეგისტრირებული.

ბოლოს განახლდა შაბათი, 21 ივნისი 2014 19:39
დაწვრილებით...
 
საუკეთესო სტუდენტთა კონკურსი 2014 PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
ორშაბათი, 10 მარტი 2014 12:00

გამოცხადდა გერმანიის საუკეთესო ქართველ სტუდენტთა კონკურსი 2014.

საბუთების მიღება 20 მაისამდე. დაწვრილებით იხილეთ ამ ბმულზე.

 

გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს კონკურსის კონცეფციის განახლება საპრიზო ფონდისა და გამრჯვებულთა
რაოდენობის გაზრდის მიმართულებით. შედეგები აქვე გამოქვეყნდება მოგვიანებით.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 ივნისი 2014 11:30
 
გამარჯვება ბოლომდე PDF ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   
შაბათი, 22 თებერვალი 2014 22:36

უკრაინა - რუსეთი

(კიევი, ევრომაიდანი)

თავისუფლება : ?

საქართველო - რუსეთი

(თბილისი, დინამო-მაიდანი)

36 : 10


ბოლოს განახლდა ორშაბათი, 10 მარტი 2014 12:00
 
« დაწყებაწინა12345678910შემდეგიბოლოს »

JPAGE_CURRENT_OF_TOTAL
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები