12 | 12 | 2017
სიახლენი
კალათბურთი გერმანია საქართველო ბეჭდვა
გერმანიის ქართული სათვისტომოს სპორტის ქომაგთა კლუბ ივერიელის ორგანიზებით ამა წლის 13 აგვისტოს(ორშაბათი დღეა) ავტობუსით მივემგზავრებით ქალაქ ლაიპციგში, სადაც ჩატარდება ამხანაგური საკალათბურთო შეხვედრა გერმანიის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის. სავარაუდოდ ორივე გუნდი იასპარეზებს უძლიერესი შემადგენლობით: ნოვიცკი, კამანი, ფაჩულია, სანიკიძე,.... წამოსვლის სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით რაც შეიძლება სწრაფად, არა უგვიანეს 29 ივლისისა, რადგან ადგილები ძალზედ შეზღუდულია. ღირებულებაა 35 ევრო. აქ შედის მგზავრობა ორივე მიმართულებით და დარბაზში შესვლის ბილეთი. აქვე მსურს გაცნობოთ, რომ ქომაგთა კლუბი ივერიელი იწყებს მონაწილეობას მიუნხენის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობის ფონდში. შეგროვებული თანხის გარკვეული ნაწილი გადარიცხული იქნება ამ ფონდში
დაწვრილებით...
 
მინი-ფეხბურთი ბეჭდვა

ქართული სპორტის ქომაგთა კლუბ "ივერიელის" ინიციატივით, ყოველ კვირა დღეს, 19 საათზე, მიუნხენში ვიკრიბებით მინი-ფეხბურთის სათამაშოდ. მისამართი იხილეთ აქ ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 017682181833(ზურაბ ჯიქია).

ასევე ქალაქ შტუტგარტშიც შესაძლებელია კვირაში ერთხელ მინი-ფეხბურთის თამაში. აქ ხდება შეკრება ყოველ შაბათ დღეს 20:00 საათზე. მისამართი იხილეთ აქ ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 01795494848(გოგა უმიკაშვილი).

 
ივერიელის ღია წერილი ბეჭდვა

ძვირფასო თანამემამულენო,

ძვირფასო ქართული ფეხბურთის ქომაგებო,

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახაბერ კალაძემ დაასრულა თავისი საფეხბურთო კარიერა.


დაწვრილებით...
 
ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრები მიუნხენში ბეჭდვა

გერმანიის  ქართული სათვისტომოს სპორტის ქომაგთა კლუბ ივერიელის ორგანიზებით 2011 წლის 27 ნოემბერს ქალაქ მიუნხენში გაიმართა ამხანაგური შეხვედრები მინი ფეხბურთში. მიუნხენის ქართულ გუნდებთან ერთად ასევე მონაწილეობა მიიღეს შტუტგარტის, ფრაიბურგის და აუგსბურგის ქართველების საფეხბურთო გუნდებმა. მიუნხენის გუნდმა ფინალში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ფრაიბურგის ძლიერი გუნდი და ამით მოიპოვა პირველი ადგილი. მესამე ადგილი კი მოიპოვა შტუტგარტის გუნდმა.

თამაშების დასრულებისთანავე გავემართეთ მიუნხენის ქართულ რესტორან "არგოში". იქ გავაგრძელეთ ჩვენი ერთად ყოფნის ზეიმი და ერთმანეთის უკეთესად გაცნობა და დამეგობრება. ბოლოს ერთმანეთს დავემშვიდობეთ იმ იმედით, რომ ჩვენ ყველა 2012 წლის მაისში ჩვენს ტრადიციულ ტურნირზე შევხვდებით ერთმანეთს.

სურათების სანახავად დააკლიკეთ აქ
 
კუფშტაინი, ავსტრია, ზესტაფონი-ბაზელი ბეჭდვა
2011 წლის 30 ივნისს, გერმანიის ქართული სათვისტომოს სპორტის ქომაგთა კლუბ ივერიელის ორგანიზებით ავსტრიის ქალაქ კუფშტაინში დავესწარით ზესტაფონი-ბაზელის საფეხბურთო შეხვედრას. ცნობისათვის, საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი არის 2010/2011 სეზონის საქართველოს ჩემპიონი. კლუბი იმყოფებოდა ავსტრიაში და გადიოდა მოსამზადებელ ეტაპს ევროპის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშებში მონაწილეობის მისაღებად. სურათები იხილეთ აქ
 
ივერიელის გულშემატკივრობა ხორვატიაში ბეჭდვა
გერმანიის ქართული სათვისტომო სპორტის ქომაგთა კლუბ ივერიელის სპლიტში(ხორვატია) გულშემატკივრობის ამსახველი სურათები იხილეთ აქ. ასევე შესალებელია უყუროთ ტელეკომპანია რუსთავი2-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ივერიელის ქომაგობასთან დაკავშირებით. ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ აქ
 
პირველი ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში ბეჭდვა

გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით 15 მაისს ქალაქ შტუტგარტში გაიმართა პირველი ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. იგი  მიზნად ისახავდა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში მიმოფანტული ქართველების გაცნობასა და დამეგობრებას. 

სურათები იხილეთ აქ

 
დაწვრილებით...
 
JPAGE_CURRENT_OF_TOTAL
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები