შეხვედრა საქართველოს კონსულთან გერმანიაში |
ავტორი - Zurab Kotchlamazashvili |
ორშაბათი, 25 ივლისი 2011 10:22 |
ამა წლის 7 აგვისტოს მიუნხენში შედგება შეხვედრა საქართველოს კონსულთან გერმანიაში ბატონ ლაშა გიგაშვილთან. შეხვედრის დაწყების დროა 12:00 საათი. კონსული პირადად გაგაცნობთ საკონსულო მომსახურების სიახლეებს და პროცედურებს პასპორტის და პირადობის მოწმობის აღებასთან, მოქალაქეობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
მოისმენს თქვენს შენიშვნებს, წინადადებებს, საჩივრებს და პასუხს გაგცემთ ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც გაქვთ საკონსულოსთან მიმართებაში. გთხოვთ მობრძანდეთ!
მისამართი:
მიუნხენის ქართულ ეკლესია
Kristallstrasse 8
80995 München-Ludwigsfeld
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 28 დეკემბერი 2011 20:44 |