კალათბურთი გერმანია საქართველო ბეჭდვა
ავტორი - Zurab Kotchlamazashvili   
ორშაბათი, 25 ივნისი 2012 19:57
გერმანიის ქართული სათვისტომოს სპორტის ქომაგთა კლუბ ივერიელის ორგანიზებით ამა წლის 13 აგვისტოს(ორშაბათი დღეა) ავტობუსით მივემგზავრებით ქალაქ ლაიპციგში, სადაც ჩატარდება ამხანაგური საკალათბურთო შეხვედრა გერმანიის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის. სავარაუდოდ ორივე გუნდი იასპარეზებს უძლიერესი შემადგენლობით: ნოვიცკი, კამანი, ფაჩულია, სანიკიძე,.... წამოსვლის სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით რაც შეიძლება სწრაფად, არა უგვიანეს 29 ივლისისა, რადგან ადგილები ძალზედ შეზღუდულია. ღირებულებაა 35 ევრო. აქ შედის მგზავრობა ორივე მიმართულებით და დარბაზში შესვლის ბილეთი. აქვე მსურს გაცნობოთ, რომ ქომაგთა კლუბი ივერიელი იწყებს მონაწილეობას მიუნხენის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობის ფონდში. შეგროვებული თანხის გარკვეული ნაწილი გადარიცხული იქნება ამ ფონდში

მგზავრობის გეგმა:

1)       გამგზავრება მიუნხენიდან, 06:00 საათზე, 13 აგვისტო, Thomas-Wimmer-Ring

2)       ჩასვლა ნიურნბერგში, 08:30 საათზე, 13 აგვისტო, ადგილი დაზუსტდება

3)       გამგზავრება ნურნბერგიდან, 08:45 საათზე, 13 აგვისტო, ადგილი დაზუსტდება

4)       ჩასვლა ლაიპციგში, 12:00 საათზე, 13 აგვისტო, ARENA LEIPZIG

5)       ქალაქის დათვალიერება

6)       თამაშის დაწყება ლაიპციგში, 19 საათი, 13 აგვისტო

7)       გამომგზავრება ლაიპციგიდან, 21:30 საათი, 13 აგვისტო, ARENA LEIPZIG

8)       ჩასვლა ნიურნბერგში, 01:30 საათზე, 14 აგვისტო, ადგილი დაზუსტდება

9)       გამოგზავრება ნურნბერგიდან, 01:45 საათი, 14 აგვისტო, ადგილი დაზუსტდება

10)    დაბრუნება მიუნხენში, 04:00 საათი, 14 აგვისტო. Thomas-Wimmer-Ring

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის დროს ალკოჰოლის დალევა აკრძალულია. დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 017623700068 ან 01741649846.

ასე რომ შემოგვიერთდით, ერთად ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს და ამავე დროს მივიღოთ მინაწილეობა ქველმოქმედებაში...

ბოლოს განახლდა შაბათი, 29 სექტემბერი 2012 13:15