სათვისტომოს განცხადება ბეჭდვა
ავტორი - Leri Datashvili   
ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2012 23:31

 

საქართველოს ტელევიზიებით გავრცელებული შემზარავი კადრების ნახვამ, რომლებიც ასახავდა თუ როგორ ეპყრობიან ციხის მოხელენი უმწეო ადამიანებს,  შეგვძრა სულით ხორცამდე მთელი ქართველობა, და არა მარტო ქართველობა.

ყოველივე ის რაც ამ კადრებშია ასახული უამრავ კითხვას აჩენს, რომლებიც საჭიროებენ შესაბამის პასუხებსა და .განმარტებებს: მაგალითისათვის, რატომ არ ექცეოდა სათანადო ყურადღება პენინტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ აქამდე გავრცელებულ უამრავ ინფორმაციას? არის კი გავრცელებული ფაქტები ყველაზე ცუდი რაც კი ხდებოდა / ხდება საქართველოს ციხეებში?

გერმანიის ქართული სათვისტომო გამოხატავს უდიდეს პროტესტს ადამიანთა მიმართ უსაზიზღრესი ძალადობისა და მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვის ფაქტების გამო.

მოვითხოვთ, გამოვლენილ იქნან და კანონის სრული შესაბამისობით, უმკაცრესად იქნან დასჯილი ამ ფაქტების უკლებლივ ყველა მონაწილე, შემსრულებელნი, მოსეირენი, გაჩუმებულად განზე მდგომნი, წამყრუებელნი, დამკვეთნი, უმაღლესი პასუხისმგებელი პირნი, ამ ფაქტების თვეობით თუ წლობით დამმალავნი, რამეთუ იმ საზოგადოებას, სადაც ისინი შესაძლოა წევრებად ითვლებოდნენ, არავითარი მომავალი არ გააჩნია.

მოვითხოვთ, გამოძიებისა და სასამართლო პროცესები წარიმართოს გამჭვირვალედ, რათა თითოეულ მოქალაქეს მოგვეცეს საშუალება თავად გავაკეთოთ დასკვნები.

ამასთანავე, ძვირფასო ქართველებო, ყველას გთხოვთ გამოვიჩინოთ სიბრძნე და შევინარჩუნეთ სიმშვიდე, რათა ჩვენი ქვეყნის წინაშე აღმართული ყველა ბარიერი ღირსეულად გადავლახოთ.


გერმანიის ქართული სათვისტომო

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 20 ნოემბერი 2012 20:30