შედეგები - 2013 ბეჭდვა
ოთხშაბათი, 29 მაისი 2013 00:00

კონკურსის "წლის საუკეთესო სტუდენტი" შედეგები 2013

საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ზეიმზე (გაიმართა 25 მაისს, მიუნხენში) სათვისტომოს თავმჯდომარემ დაასახელა წლის საუკეთესო სტუდენტი - 2013 წლის კონკურსის გამარჯვებული, რომელიცაა 

ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა ალანუს უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი

ლევან სვანიშვილი

მისი უნივერსიტეტში მიღებულ შეფასებათა საშუალო მაჩვენებელია - 1.5

დამოუკიდებლობის ზეიმზე ლევანს  გადაეცა კონკურსის ფულადი პრემია და სათვისტომოს საპატიო სიგელი "წლის საუკეთესო სტუდენტის"ტიტულის მინიჭებით.

_____________________________________________________________________________________

2013 წლის კონკურსში მონაწილეობისათვის 8 განაცხადი შემოვიდა შემდეგი სტუდენტებისაგან და ადგილები შესაბამისად გადანაწილდა შემდეგნაირად (მცირე უპირატესობებით სიის მიხედვით):

- ლევან სვანიშვილი, Alfter bei Bonn
Alanus Hochschule für Kunst und Gesellschaft, Fakultät der bildenden Kunst

- ელზა კოკელაძე, Augsburg
Universität Augsburg, Philosophisch-Sozialwissenschaftlichen Fakultät

- ნიკოლოზ მაღალდაძე, München
Universität München, Fakultät für Maschinenwesen

- ირაკლი შოშიაშვილი, Regensburg
Universität Regensburg, Medizinische Fakultät

- თათია ჩხენკელი, Hannover
Leibniz Universität Hannover, Fakultät für Politikwissenschaften

- ნათია გეგელაშვილი, Mainz
Johannes Gutenberg Universität Mainz, Fakultät für Sozialwissenschaften und Medien und Sport

- ილია კირვალიძე, Münster
Universität Münster, Fakultät für Sozial- und Rechtswissenschaften

- მაკა ალელიშვილი, Hamburg
Universität Hamburg, Fakultät für Wirtschafts- und Sozialwissenschaften

_____________________________________________________________________________________

გერმანიის ქართული სათვისტომო ყველა სტუდენტს აჯილდოვებს საპატიო სიგელებით სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგებისათვის და უსურვებს მათ წარმატებებს ერისა და მამულის საკეთილდღეოდ.

სიახლე:

ქართული ელექტრონული წიგნების სახლმა "საბა"-მ დააწესა პრიზები კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტისათვის: თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ "საბა"-ს ვებ-გვერდზე (www.saba.com.ge) და "საბა"-საგან სპეციალრი მონაცემების მიღების შემდეგ უფასოდ ჩამოტვირთოთ შემდეგი ელექტრონული წიგნები:

კლასიკა

  1. ვეფხისყტყაოსანი
  2. ილია ჭავჭავაძე - 5 მოთხრობა
  3. ვაჟა-ფშაველა - ლექსები და პოემები
  4. აკაკი წერეთელი - ჩონგური
  5. გალაკტიონ ტაბიძე - რჩეული ლექსები
  6. მიხეილ ჯავახიშვილი - თეთრი საყელო
  7. მიხეილ ჯავახიშვილი  - ჯაყოს ხიზნები
  8. გრიგოლ აბაშიძე - ლაშარელა
  9. ალექსანდრე ჭავჭავაძე - ვაჰ დრონი დრონი
  10. ეკატერინე გაბაშვილი - მაგდანას ლურჯა
  11. პაოლო იაშვილი - ძახილი
  12. ტიციან ტაბიძე - ლექსი მეწყერი
  13. ნიკოლოზ ბართაშვილი - მერანი
  14. ბესიკი - სევდის ბაღი

საბავშვო

  1. გოდერძი ჩოხელი - ადამინათა სევდა
  2. სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა
  3. იაკობ გოგებაშვილი - ისტორიული მოთხრობები
  4. ერნესტ ჰემინგუეი - მოხუცი და ზღვა
  5. ჯეკ ლონდონი - დიდი სახლის პატარა დიასახლისი
  6. ონორე დე ბალზაკი - შაგრენის ტყავი

"საბა"-ს ელექტრონული წიგნები 50%-იანი ფასდაკლებით სათვისტომოს წევრ ყველა სტუდენტს შეეძლება შეიძინოს, მსურველებმა მოგვმართეთ: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს . დამატებითი ინფორმაციები წიგნებისა და აქციის დაწყებისა და დამთავრების შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება.

_____________________________________________________________________________________

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 07 აგვისტო 2013 21:51