კონკურსი "წლის საუკეთესო სტუდენტი" Drucken
Geschrieben von: Administrator   
Freitag, 07. Dezember 2007 um 09:27 Uhr
There are no translations available.

კონკურსი "წლის საუკეთესო სტუდენტი"


შესავალი:
გერმანიის ქართული სათვისტომო ყოველწლიურად ატარებს კონკურსს გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე საუკეთესო ქართველი სტუდენტის გამოსავლენად. გამარჯვებულ სტუდენტს ენიჭება წლის საუკეთესო სტუდენტის წოდება და ჯილდოვდება სათვისტომოს საპატიო სიგელითა და ქართველ-გერმანელი სპონსორების მიერ გამოყოფილი ფულადი პრემიით.

კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში Hauptstudium-ის დამამთავრებელ სტადიაზე, ანუ უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული Hauptstudium-ის გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის ჩასაბარებლად ან მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად)

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთები:
1. შევსებული და ხელმოწერილი “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი”, რომელიც შეგიძლიათ აქედან ჩამოტვირთოთ. გთხოვთ “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი” აუცილებლად გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: Diese E-Mail-Adresse ist gegen Spambots geschützt! Sie müssen JavaScript aktivieren, damit Sie sie sehen können. .
2. პასპორტის ძირითადი გვერდების ასლი
3. სტუდბილეთი (Immatrikulationsbescheinigung)
4. უმაღლესი სასწავლებლის მიერ განსაზღვრული სავალდებულო ჩათვლების და გამოცდების სრული რაოდენობა და ჩამონათვალი.
5. ჩაბარებული ჩათვლების და გამოცდების რაოდენობა, ჩამონათვალი და მიღებული შეფასებები (ყველა დამადასტურებელი საბუთის ასლები).

ვადები:
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა ყოველი წლის 20 მაისი.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი გამოგზავნეთ აქ მოცემულ მისამართზე.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტის დაჯილდოება ეწყობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე, რომელიც იმართება მიუნხენში ყოველი წლის მაისის დამლევს / ივნისის დასაწყისში. ამდენად კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი მოწვეულია ზეიმზე დასასწრებად, ხოლო გამარჯვებულის ზეიმზე დასწრება აუცილებელია პრიზის გადაცემისათვის.

საუკეთესო სტუდენტს გამოავლენს სპონსორებისაგან შემდგარი ჟიური.

ძვირფასო სტუდენტებო, მოგიწოდებთ ჩაერთოთ კონკურსში.

კონკურსისათვის სპონსორობის გაწევის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: Diese E-Mail-Adresse ist gegen Spambots geschützt! Sie müssen JavaScript aktivieren, damit Sie sie sehen können.

Zuletzt aktualisiert am Donnerstag, 17. März 2011 um 23:36 Uhr