ლუკა ჰუფნაგელი ბეჭდვა

გერმანიის ქართული სათვისტომოს სპორტის ქომაგთა კლუბი "ივერიელი" ულოცავს სქართველოს U17 ნაკრებს და განსაკუთრებით ლუკა ჰუფნაგელს საკვალიფიკაციო რაუნდში წარმატებულ თამაშს და ელიტ რაუნდში გასვლას. ჩვენმა ჭაბუკებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში, რა დაამარცხეს პოლონელი და შვედი თანატოლები, ხოლო ევროპის ჩემპიონ ინგლისელ თანატოლებთან ღირსეულ ფრეს მიაღწიეს.

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო და გასახარია ჩვენი ლუკა ჰუფნაგელის წარმატებული თამაში. ლუკას დედა, ქალბატონი ფიქრია აფციაური, არის გერმანიის ქარული სათვისტომოს აქტიური წევრი და მისმა სამშობლოსადმი სიყვარულმა განაპირობა ლუკას საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ჩვენს ასაკობრივ ნაკრებში თამაში. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართული სპორტის ქომაგთა კლუბ "ივერიელმაც" არცთუ უმნიშვნელო როლი ითამაშა ამ პროცესში.

ლუკას და საქართველოს U17 ნაკრებს მომავალშიც წარმეტებებს ვუსურვებთ. სურათები იხილეთ აქ