ენით აღუწერელი სიხარული და ემოცია... ბეჭდვა

მართლაც რომ ენით აღუწერელი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით გამოწვეული სიხარული და ემოცია. ხორვატიულ კაფე ბარ ტრიბუში შეკრებილი, მიუნხენში მცხოვრები, დაახლოებით 70 ქართველმა ქომაგმა ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირებისას დაუვიწყარი წუთები განვიცადეთ. მთელი თამაშის მანძილზე ჩვენი შეძახილებით და გულშემატკივრობით აქტიურად ვცდილობდით იქ მყოფი მრავალრიცხოვანი ხორვატი ქომაგების ჯობნას. თამაშის მიწურლს ლევან კობიაშვილის მიერ გატანილმა გამარჯვების მომტანმა გოლმა კი უდიდესი სიხარული მოგვიტანა(აქ იხილეთ სურათები).