Home Projekte Au-Pair
31 | 10 | 2024
Au-Pair Drucken E-Mail
Mittwoch, 18. Oktober 2006 um 12:10 Uhr
There are no translations available.

Au-Pair პროგრამაში მონაწილე გოგო-ბიჭებმა საჭიროების შემთხვევაში

დარეკეთ:    +49 176 22640247 - თინათინი;           +49 176 63119105 - პარმენი

მოგვწერეთ:       Diese E-Mail-Adresse ist gegen Spambots geschützt! Sie müssen JavaScript aktivieren, damit Sie sie sehen können.

Au-Pair პროგრამაში მონაწილეთა « უფლებები და მოვალეობები »

ბოლო წლებში ძალზედ გაიზარდა გერმანიაში Au-Pair პროგრამით ჩამომსვლელ ახალგაზრდა ქართველთა რიცხვი. პროგრამა ბევრ სასიკეთო შედეგს განაპირობებს, როგორებიცაა: გერმანული ენის დაუფლება, დასავლეთის კულტურის გაცნობა, მნიშვნელოვანი ურთიერთობების გაჩენა და სხვა კიდევ მრავალი რამ. მაგრამ ამასთანავე არსებობს უარყოფითი გამოცდილებებიც: ოჯახთან ურთიერთობის დაძაბვა, ენის კარგად არ ცოდნა, სავიზო,  სადაზღვევო და ფულთან დაკავშირებული პრობლემები. ანუ, უმარტივესი ინფორმაციების უქონლობის გამო ურთულეს და ხშირად გამოუვალ სიტუაციებში აღმოჩნდებიან ხოლმე ქართველი ახალგაზრდები.

2006 წლის 15 ოქტომბერს გერმანიის ქართული სათვისტომოს ახალი პროექტის (Au-Pair-ებთან ურთიერთობა) სამუშაო ჯგუფმა, რომელიც უმთავრესად სტუდენტი ახალგაზრდებისაგან სულ ახლახანს ჩამოყალიბდა, Au-Pair პროგრამაში მონაწილე ქართველ გოგო-ბიჭებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი მათი გაცნობა, მათთან დამეგობრება და იმ ძირითადი ინფორმაციის მიწოდება იყო, რაც მათ თავის უფლება-მოვალეობებში გაარკვევთ და უცხო ქვეყანაში ცხოვრებას შეძლებისდაგვარად გაუადვილებთ. ჯგუფის წევრებმა მათ საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და მეგობრული რჩევები მისცეს.

შეიქმნა სპეციალური ელექტრონული ფოსტა Diese E-Mail-Adresse ist gegen Spambots geschützt! Sie müssen JavaScript aktivieren, damit Sie sie sehen können. This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it და სატელეფონო ცხელი ხაზი (017663119105 - პარმენ; 017622640247 - თინათინ) Au-Pair-ებისათვის, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ. შეხვედრაზე ასევე დარიგდა ქართულ ენაზე ნათარგმნი Au-Pair-თა « უფლებები და მოვალეობები ».

სამუშაო ჯგუფი მომავალშიც აპირებს სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიებებისა და ექსკურსიების მოწყობას Au-Pair პროგრამაში მონაწილეთათვის. მომდევნო ღონისძიება სწორედ 22 ოქტომბრისათვის დაგეგმილი ექსკურსიაა მიუნხენის ფინაკოთეკებში (დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ Diese E-Mail-Adresse ist gegen Spambots geschützt! Sie müssen JavaScript aktivieren, damit Sie sie sehen können. This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან Diese E-Mail-Adresse ist gegen Spambots geschützt! Sie müssen JavaScript aktivieren, damit Sie sie sehen können. This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ).

შეხვედრაზე ხაზი კიდევ ერთხელ გაესვა იმ გარემოებას, რომ Au-Pair-ის უმნიშვნელოვანესი მიზანი საქართველოში ცოდნით გამდიდრებული დაბრუნებაა, რისთვისაც თითოეულმა უნდა შეძლოს გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება.

საინფორმაციო საღამოს ჩვენთვის ასე კარგად ნაცნობი ხაჭაპური, ცეკვა-სიმღერა და დამეგობრება მოჰყვა. საღამო კი ასე დასრულდა : ფოტო_დიდი რეზ. ან ფოტო_მცირე რეზ.

Zuletzt aktualisiert am Donnerstag, 02. August 2012 um 23:06 Uhr
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner