Home
20 | 05 | 2012
უახლესი ამბები...
გერმანიის ქართული სათვისტომოს თასი

ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში

გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით, ამა წლის 24 ივნისს, კვირას, ქალაქ შტუტგარტში უკვე მეორედ გაიმართება ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირი პირველად 2011 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა შვიდმა ქართულმა გუნდმა მიიღო. იგი მიზნად ისახავს გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში მიმოფანტული ქართველების გაცნობა-დამეგობრებას.

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია გერმანიის ნებისმიერ ქალაქში მცხოვრები ქართველებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს. გუნდი უნდა შედგებოდეს სულ ცოტა 5 მოთამაშისაგან მეკარის ჩათვლით (სათადარიგო მოთამაშეების რაოდენობა შეზღუდული არ არის). დაიშვებიან მხოლოდ მოთამაშეები 16 წელს ზემოთ.

10-წუთიანი მატჩები გაიმართება დარბაზში ხელოვნური საფარის მოედანზე. თამაშებს ჩაატარებენ პროფესიონალი მსაჯები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გერმანიის ქართული სათვისტომოს გარდამავალი თასი, რომლის ამჟამინდელი მფლობელია გასული წლის გამარჯვებული - „გაერთიანებული საქართველო“ (შტუტგარტი).

შენატანის ოდენობა გუნდზე შეადგენს 90 ევროს.  გულშემატკივართა დასწრება უფასოა.

დასაწყისი 14:00 საათზე.

ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ შევსებული ანკეტა 2012 წლის 3 ივნისამდე შემდეგ მისამართზე iverieli@satvistomo.de. გუნდების სავარაუდო რაოდენობის დასადგენად, სასურველია 25 მაისამდე ი-მეილით შეგვატყობინოთ თქვენი გუნდის დაინტერესების შესახებ. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონზე: 0179 / 54 94 848 (გიორგი უმიკაშვილი).

სპორტი აერთიენებსო ნათქვამია, ეს ტურნირი სამშობლოს მოშორებული ქართველების გაერთიანების ჩვენეული მცდელობაა!

ველით თქვენს გამოხმაურებას!

Satvistomos Tasi
 
ფონდი "ივერიისა"

IliaIIsMimartva

ძვირფასო თანამემამულენო,
ძვირფასო ქართველებო და ქართველთ ახლობელნო,

საქართველოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და ფონდ „ივერიისა“-ს წარმომადგენლთა თხოვნით გერმანიის ქართული სათვისტომო ერთვება მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის მშენებლობისათვის 

Read more text
 
სტუდენტთა კონკურსი 2012

გამოცხადდა საბუთების მიღება გერმანიის 2012 წლის საუკეთესო ქართველი სტუდენტის კონკურსში მონაწილეობისათვის. გამარჯვებული სტუდენტის დაჯილდოვება მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმზე, რომელიც მაისის ბოლოს გაიმართება მიუნხენში.

კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი გულითადად არის მოწვეული ზეიმზე დასასწრებად, ხოლო გამარჯვებულის ზეიმზე დასწრება აუცილებელი პირობაა ფულადი პრიზის გადაცემისათვის.

კონკურსში მონაწილეობის პირობებს გაეცანით აქ.

 
ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ქართველების ერთიანობაა
ინტერვიუ გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარესთან
ლერი დათშვილთან

65 წლის წინ, ომის მრისხანე ტალღებით შორს გატყორცნილმა და გარიყულმა ქართველებმა, ბრძოლებისაგან დანგრეულ და გაპარტახებულ გერმანიაში მონახეს ერთმანეთი, რათა უცხო მიწაზე შეექმნათ პატარა სამშობლოსმაგვარი ატმოსფერო. ამის შედეგად დაარსდა ბავარიის მიწაზე, ქალაქ მიუნხენში ქართული სათვისტომო. მას შემდეგ, წლების განმავლობაში იკრიბებოდნენ ქართველები, საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე ბჭობდნენ, მისი გათავისუფლების გეგმებს აწყობდნენ, ერთი მეორეს ანუგეშებდნენ და ნოსტალგიის დაძლევაში ეხმარებოდნენ. უნებურად ემიგრანტებად ქცეულები, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სათვისტომოს სახელოვანი თავმჯდომარეები და ყველანი მუდამ უკან, სამშობლოში დაბრუნებზე ოცნებობდნენ.
...გადიოდა წლები. საქართველოში იცვლებოდა წყობა, მთავრობები, სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაშიც, ქართველ ემიგრანტთა ახალ-ახალი ტალღების წარმოშობას განაპირობებდა. კვლავ გამოიკვეთა ნახევარი საუკუნის წინ დაფუძნებული ორგანიზაციის აუცილებლობა, თუმცა უფრო სახეცვლილისა, ფუნქციებგაფართოებულისა.

Read more text
 
ბოლო სიახლეები
გერმანიის ქართული სათვისტომო
ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიის ქართული სათვისტომოს ვებ-გვერდზე


გერმანიის ქართული სათვისტომო იუბილარია: 65 წელს ითვლის გერმანიის ქართული სათვისტომოს არსებობის ისტორია. დიდი ხანი ის ქართველთა ერადერთი ორგანიზაცია იყო გერმანიაში. ახლა სხვა დროა, გერმანიაში უკვე უამრავი ორგანიზაციაა - ქართული ან ქართულ-გერმანული. ჩვენი სათვისტომოს შემადგენლობაც იცვლება - ის აღარაა მხოლოდ ემიგრაციული ორგანიზაცია, არამედ გერმანიაში მყოფ ქართველთა ორგანიზაციაა. ბოლო 10-15 წელია სათვისტომო გარდამავალ როლში იყო: ახალ ჩამოსულ ქართველებს გზამკვლევის როლში ევლინებოდა. უახლესი მიზნები და როლი კი განსაზღვრისა და დახვეწის პროცესშია. სათვისტომო პოლიტიკური ორგანიზაციიდან (ასეთი იყო უმთავრესად საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში) გარდაიქმნა კულტურულ ორგანიზაციად, ამჟამად კი კულტურულ-საქველმოქმედო ორგანიზაციად უკვე იურიდიულად ჩამოყალიბდა, რაც სათვისტომოსათვის გულისხმობს შეღავათიან საგადასახადო სისტემასა და სპონსორებისათვის კი - მათი შემოწირული თანხების დაბეგვრისაგან გათავისუფლებას.

უამრავი განსხვავებული ტიპის ქართველს შეხვდებით აქ, უცხოეთში. პოლიტიკა, რელიგია, განათლება, პროფესია და ა. შ. ასეთია განსხვავებულობის საფუძვლები, ასევე მიზეზებიც უცხოეთში ყოფნისა. მაგრამ ყველას გვახასიათებს ერთი საერთო თვისება: საქართველოზე ფიქრი არ წყდება ჩვენს გონებაში. სწორედ ეს ფიქრები და ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ, რათა სამშობლოსათვის სასიკეთო საქმის გაკეთება შორიდანაც მოვახერხოთ.


ასეთი გაერთიანებისათვის კი გერმანიის ქართული სათვისტომო საუკეთესო ადგილია

 

 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები