Home
15 | 07 | 2020
უახლესი ამბები...
წლის საუკეთესო სამი სტუდენტი 2020

კორონას მიუხედავად (და მით უფრო) ვაცხადებთ საბუთების მიღებას 2020 წლის საუკეთესო სამი სტუდენტის გამოსავლენად. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 19 მაისი.

როგორც ჩანს, მოგვიწევს კონკურსის ონ-ლაინ ჩატარება, ასე რომ ყველას შეეძლება დასწრება. თვალი მიადევნეთ გერმანიის ქართული სათვისტომოს ფეისბუქ-გვერდს ინფორმაციებისათვის.

გთხოვთ ყველა საჭირო საბუთი გამოგზავნოთ მხოლოდ ელექტრონულად: leri.datashvili@satvistomo.de, კონკურსის პირობებში მოცემული მითითებების მიუხედავად (ანუ საფოსტო გზავნილის სახით გამოგზავნა წელს საჭირო არაა).

გისურვებთ წარმატებებს

კონკურსის პირობები იხილეთ აქ


კონკურსისათვის სპონსორობის გაწევის მსურველებს შეგახსენებთ, რომ გერმანიის ქართული სათვისტომოს საბანკო ანგარიში უცვლელია:

IBAN: DE55750903000002169703

BIC: GENODEF1M05

მიზანი: "Wettbewerb".

შემოწირულობის დასტური გაიცემა მოთხოვნისამებრ.


აქ კი იხილეთ გასული წლების კონკურსების სპონსორები


გერმანიის ქართული სათვისტომო
ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Leri Datashvili   

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიის ქართული სათვისტომოს ვებ-გვერდზე


გერმანიის ქართული სათვისტომო იუბილარია: 70 წელს ითვლის გერმანიის ქართული სათვისტომოს არსებობის ისტორია. დიდი ხანი ის ქართველთა ერადერთი ორგანიზაცია იყო გერმანიაში. ახლა სხვა დროა, გერმანიაში უკვე უამრავი ორგანიზაციაა - ქართული ან ქართულ-გერმანული. ჩვენი სათვისტომოს შემადგენლობაც იცვლება - ის აღარაა მხოლოდ ემიგრაციული ორგანიზაცია, არამედ გერმანიაში მყოფი ყველა ქართველის ორგანიზაციაა. ბოლო 10-15 წელია სათვისტომო გარდამავალ როლში იყო: ახალ ჩამოსულ ქართველებს გზამკვლევის როლში ევლინებოდა. უახლესი მიზნები და როლი კი განსაზღვრისა და დახვეწის პროცესშია. სათვისტომო პოლიტიკური ორგანიზაციიდან (ასეთი იყო უმთავრესად საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში) გარდაიქმნა კულტურულ ორგანიზაციად, ამჟამად კი კულტურულ-საქველმოქმედო ორგანიზაციად უკვე იურიდიულად ჩამოყალიბდა, რაც სათვისტომოსათვის გულისხმობს შეღავათიან საგადასახადო სისტემასა და სპონსორებისათვის კი - მათი შემოწირული თანხების დაბეგვრისაგან გათავისუფლებას.

უამრავი განსხვავებული ტიპის ქართველს შეხვდებით აქ, უცხოეთში. პოლიტიკა, რელიგია, განათლება, პროფესია და ა. შ. ასეთია განსხვავებულობის საფუძვლები, ასევე მიზეზებიც უცხოეთში ყოფნისა. მაგრამ ყველას გვახასიათებს ერთი საერთო თვისება: საქართველოზე ფიქრი არ წყდება ჩვენს გონებაში. სწორედ ეს ფიქრები და ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ, რათა სამშობლოსათვის სასიკეთო საქმის გაკეთება შორიდანაც მოვახერხოთ.


ასეთი გაერთიანებისათვის კი გერმანიის ქართული სათვისტომო საუკეთესო ადგილია

 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები