Home Aktuelles Archiv
28 | 03 | 2024
საპროტესტო აქცია მაისი 2008 Drucken E-Mail
Freitag, 09. Mai 2008 um 11:46 Uhr
There are no translations available.


გერმანიის ქართული სათვისტომო შაბათს 10 მაისს 13:00 საათზე მიუნხენის ცენტრში (Riendermarkt, München) აწყობს საპროტესტო აქციას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიის შეწყვეტისა და რუსის ჯარის (რომელიც, დღიდან ჩაყენებისა, სასაზღვრო ჯარის ფუნქციას ასრულებს საქართველოს შუაგულში და არა სამშვიდობო ფუნქციას) საქართველოს ტერიტორიებიდან გაყვანის მოთხოვნებით.


Flyer-ის ტექსტი და ინფორმაცია პრესისთვის (ქართულ ვერსია).

 შეწყდეს რუსეთის მხრიდან ქართული ტერიტორიების ანექსიის
მცდელობა

გერმანიის ქართული სათვისტომო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას  საქართველოსადმი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო. აფხაზეთიცა და სამხრეთ ოსეთიც ისტორიულად საქართველოს უძველეს ნაწილებს წარმოადგენენ ძირძველი ქართული მოსახლეობით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ რეგიონებმა რუსეთის წაქეზებითა და სამხედრო დახმარების წყალობით საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს. უფრო მეტიც, აფხაზეთის ეროვნული უმცირესობის სახელს ამოფარებულმა რუსეთმა ფაქტობრივად ქართველების დარბევა და ეთნო წმენდა ჩაატარა, რის შედეგადაც 240-300 ათასი ქართველი ლტოლვილად იქცა საკუთარ ქვეყანაში. დღემდე მათი სახლები რუსეთიდან შესული „რუსეთის მოქალაქეების“ მიერაა დაკავებული, რომელთა „დაცვითაც“ ასე იმუქრება რუსეთი.
საქართველოს დასავლური ორიენტაცია და NATO-საკენ მისწრაფებები რუსეთს ხელს არ აძლევს, ამიტომაც რუსეთი აგრძელებს ანტიქართული, აგრესიული
პოლიტიკის გატარებას რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მწვავე ხასიათს იძენს. ამის დასტურია ის, რომ აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა მმართველ ორგანოებს დავალება მისცა დაამყარონ პოლიტიკურ-ეკონომიური ურთიერთობები საქართველოს ზემოთ მოხსენიებულ პროვინციებთან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით. ხოლო ოდნავ უფრო გვიან რუსეთს, ასევე საკუთარი გადაწყვეტილებით, ჯარების დამატებითი კონტინგენტი შეყავს სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე ვითომდა „რუსეთის მოქალაქეების“ დაცვის მიზნით...
ყოველივე აქედან გამომდინარე, რუსეთის ინტერესი კონფლიქტურ რეგიონებში აშკარაა და ამიტომ რუსეთი აღარ შეიძლება დარჩეს კონფლიქტის ზონაში როგორც ნეიტრალური მშვიდობის-მყოფელი. თუ კარგად დავუკვირდებით რუსი „მშვიდობისმყოფელების“ მოქმედებებს ისინი რუსეთის სასაზღვრო ჯარის როლს
ასრულებენ შუაგულ საქართველოში, რაც საქართველოს პროვინციების ანექსიის ტოლფასია.
ხოლო კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების დაწყება შესაძლებელია მხოლოდ რუსების კონფლიქტის ზონებიდან გასვლისა (რადგან რუსეთი ამ კონფლიქტების
ინიციატორი და მონაწილეა და არავითარ შემთხვევაში - ნეიტრალური მხარე) და მშვიდობის მყოფელებად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი კონტინგენტის შეყვანით.
ამიტომ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩაანაცვლონ რუსეთის ჯარები ნეიტრალური კონტინგენტით საქართველოში, არ დაუშვან ვითარების შემდგომი გამწვავება და რუსული იმპერიალიზმის კვლავ გავრცელება.

გერმანიის ქართული სათვისტომო,
04.05.2008
Zuletzt aktualisiert am Samstag, 04. April 2009 um 12:10 Uhr
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner