ავტორი - Leri Datashvili
|
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2009 21:00 |
|
გერმანიის ქართულ სათვისტომოში გაწევრიანების მსურველთათვის ძალზედ მოქნილი სისტემა შემოვიღეთ.
არის წევრობა სათათბირო ხმის უფლებით (საწევრო გადასახდელის გარეშე) ყველა მათგანისათვის, ვისაც სათვისტომოს საქმიანობაში უნდა მონაწილეობის მიღება და პირადი წვლილის შეტანა, ასევე ღონისძიებების შესახებ ინფორმაციების მიღება.
შემდეგი ტიპი არის სათვისტომოს აქტიური წევრობა ყველა მათგანისათვის ვისაც სურს სათვისტომოსათვის ფინანსური მხარდაჭერა, ასევე, დამატებით, სათვისტომოს მართვაში სურს მონაწილეობა.
ასევე შემოღებულია სათვისტომოს მხარდამჭერთა წევრის სტატუსი, მათთვის ვისაც უნდა ფინანსური მხარდაჭერა გამოხატოს სათვისტომოს ცალკეული პროექტებისათვის და/ან ლოკალური საქალაქო ბიუროებისათვის.
ორგანიზაციების გაწევრებაც არის შესაძლებელი სათვისტომოს ფინანსური მხარდაჭერის მიზნით.
ყველა სახის საწევროსა და დახმარების თაობაზე თქვენი მოთხოვნის შესაბამისად შეგვიძლია გავცეთ "შემონაწირის საბუთი" რომელიც დაგეხმარებათ საწევროს ან შემოწირული თანხის სახელმწიფო გადასახადისაგან გათავისუფლების საქმეში.
|
გაწევრიანების მსურველებს გთხოვთ მოგვმართოთ:
-----------
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
-----------
-----------------------------------------------------------------------
ამავე ფორმულარით შესაძლებელია სათვისტომოს ჟურნალის "ქართული"-ს გამოწერაც
Georgischer Verein in Deutschland e. V.
Liga Bank
Konto-Nr.: 0002169703
BLZ: 750 903 00
|
|
ბოლოს განახლდა შაბათი, 27 ნოემბერი 2010 22:02 |