Home Lokale Büros
27 | 06 | 2017
Lokale Büros Drucken E-Mail

გერმანიის ქართული სათვისტომო გერმანიის ყველა დიდ ქალაქში ადგილობრივ ქართველ ახალგაზრდობასთან ერთად იწყებს საქალაქო ბიუროების დაფუძნებას.

გერმანიის ქართული სათვისტომოს საქალაქო ბიუროების დაფუძნება შესაძლებელია თუკი ქალაქში 5-10 ქართველი გაწევრიანდება გერმანიის სათვისტომოში და წარმოადგენენ იმ პროექტების პირველად ნუსხას, რომელთა განხორციელებასაც ისინი ფიქრობენ თავიანთ ქალაქებში.

პირველი ბიუროები უკვე ყალიბდება ლაიფციგში, ნიურნბერგში და მიუნხენში. ფრაიბურგიც ალბათ მალე შეუერთდება ამ სიას. ჯერი სხვა ქალაქების ქართველებზეა.

ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს გერმანიაში მცხოვრებ ქართველთა გაერთიანებას, რაც ვფიქრობთ, უფრო მეტი სასიკეთო საქმის გაკეთებას შეგვაძლებინებს ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner