19 | 03 | 2024
პროექტები ბეჭდვა ელფოსტა

სიმღერის გუნდი "იბერისის" ახალგაზრდული ჯგუფის ყველაზე ძველი პროექტია. მას უკვე ორ წელზე მეტია სათავეში ახალგაზრდა დირიჟორი დავით კინწურაშვილი უდგას. მისი დაუღალავი შრომით გუნდმა უამრავი ხალხური და საეკლესიო სიმღერის უბადლოდ შესრულება შეძლო.

ცეკვის ჯგუფი "იბერისი" სათვისტომოს ერთ ერთი ყველაზე ახალგაზრდა და შეიძლება ითქვას ყველაზე პოპულარული ინიციატივაა. გუნდს ხელმძღვანელობს ახალგაზრდა პროფესიონალი მოცეკვავე მანანა ლაფაჩიშვილი. ამ დროის განმავლობაში "იბერისს" უამრავი წარმატება ხვდა წილად და ბევრი გერმანული ღონისძიების სასურველი მონაწილეა.

ო-პერ (Au-Pair) კლუბის მიზანია ინფორმაციულად დაეხმაროს Au-Pair პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებს შესაძლო პრობლემების თავიდან აცილებაში, საჭიროების შემთხვევაში კი - მათ მოგვარებაშიც. მოაწყოს ღონისძიებები გერმანიის კულტურის და ტრადიციების გაცნობისათვის, მიაწოდოს ინფორმაცია გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისა და საჭირო წინაპირობების შესახებ.

ექსკურსიები - გერმანიის კულტურისა და საერთოდ ცხოვრების გასაცნობად საუკეთესო საშუალებაა. ამდეანდ ახალგაზრდული ექსკურსიების მოწზობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ინტეგრაციის თვალსაყრისით.

ასევე მძლავრად არის გამოხატული სპორტული მიმართულება, რომელიც ცალკე პროექტად ჩამოყალიბდა ქართული სპორტის ქომაგთა კლუბ ივერიელის სახით.

 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები