There are no translations available.
კონკურსის "წლის საუკეთესო სტუდენტი" შედეგები 2010
საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ზეიმზე (გაიმართა 30 მაისს, მიუნხენში) სათვისტომოს თავმჯდომარემ დაასახელა წლის საუკეთესო ორი სტუდენტი - 2010 წლის კონკურსის გამარჯვებულები. მათ ერთნაირი შედეგებით დაამთავრეს სწავლა, ამდენად კონკურსის ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება კონკურსის საპრიზო ფონდის 20% გაზრდისა და ორივესათვის თანაბრად განაწილების შესახებ.
გამარჯვებული სტუდენტები არიან: იენის ფრიდრიხ-შილერის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი
თამარ მაღრაძე
და ბილეფელდის უნივერსიტეტის სტუდენტი
დათო აბაშიძე
მათი უნივერსიტეტში მიღებულ შეფასებათა საშუალო მაჩვენებელია - 1.5
დამოუკიდებლობის ზეიმზე თამარს და დათოს გადაეცათ კონკურსის ფულადი პრემიები და სათვისტომოს საპატიო სიგელები "წლის საუკეთესო სტუდენტის" ტიტულის მინიჭებით. აქვე საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა კონკურსის მონაწილე ყველა სტუდენტი.
_____________________________________________________________________________________
2010 წლის კონკურსში მონაწილეობისათვის 5 განაცხადი შემოვიდა შემდეგი სტუდენტებისაგან:
- თამარ კაპანაძე, Berlin Hochschule für Technik und Wirtschaft, Fakultät: Gestatung, Fach: Modedesign - აბაშიძე დათო, Bielefeld Universität Bielefeld, Fakultät: Linguistik und Literaturwissenschaft, Fach: Linguistik: Kommunikation, Kognition und Sprachtechnologie - მაღრაძე თამარ, Jena Friedrich-Schiller Universität Jena, Philosophishe Fakultät, Fach: Auslandsgermanistik / Deutsch als Fremdsprache / IB / WB - ბარათაშვილი ეკატერინე, Leipzig Universität Leipzig, Medizinisches Fakultät, Fach: Humanmedizin - თოლორდავა ერეკლე, Augsburg Hochschule Augsburg, Fakultät: Wirtschaft, Fach: Betriebswirtschaft ____________________________________________________________________________________
პირობითად ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა (მცირე უპირატესობებით სიის მიხედვით):
I დათო აბაშიძე, Bielefeld თამარ მაღრაძე, Jena თამარ კაპანაძე, Berlin II ერეკლე თოლორდავა, Augsburg ეკატერინე ბარათაშვილი, Leipzig
გერმანიის ქართულმა სათვისტომომ ყველა სტუდენტი დააჯილდოვა საპატიო სიგელებით სწავლაში მიღწეული მაღალი შედეგებისათვის. _____________________________________________________________________________________
|