პირველი ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში |
![]() |
![]() |
Geschrieben von: Zurab Kotchlamazashvili | ||
Donnerstag, 19. Mai 2011 um 14:58 Uhr | ||
There are no translations available.
ტურნირში დარეგისტრირდა და მონაწილეობა მიიღო შვიდმა ქართულმა გუნდმა.
რვა წუთიანი მატჩები პროფესიონალმა მსაჯებმა ჩაატარეს. 11 ტურის შემდეგ ნახევარფინალში შტუტგარტის (ერთიანი საქართველო), ფრაიბურგის, მიუნხენისა და აუგსბურგის გუნდები გავიდა. საბოლოოდ ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: პირველი ადგილი - შტუტგარტი (ერთიანი საქართველო) მეორე ადგილი - ფრაიბურგი მესამე ადგილი - აუგსბურგი ტურნირში ყველაზე მეტი - 13 გოლი გაიტანა ფრაიბურგის მოთამაშემ შალვა დავითაიამ და ტურნირის „ბომბარდირად“ დასახელდა. პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცა გერმანიის ქართული სათვისტომოს გარდამავალი თასი, ტურნირის ყველა მონაწილე კი დაჯილდოვდა სამახსოვრო მედლით. „ამ ტურნირის ორგანიზებისას, ჩვენი მთავარი მიზანი იყო არა გამარჯვებული გუნდის გამორკვევა, არამედ ერთმანეთის გაცნობა, გართობა და სასიამოვნო დღის და საღამოს გატარება. დღეს ჩვენ ყველანი გამარჯვებულები ვართ! დაგეგმილია მსგავსი ტურნირის ყოველწლიურად ჩატარება და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს სხვა ქართული გუნდებიც შემოგვიერთდებიან.“ - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი, შტუტგარტის „ერთიანი საქართველოს“ მოთამაშე გიორგი უმიკაშვილი. სპორტი აერთიანებსო ნათვამია და იმედია ეს ყოველწლიური ტურნირი თავის წვლილს შეიტანს გერმანიაში მცხოვრები ქართველების გაერთიანებაში. ალბათ სიმბოლური ისიც, რომ დღეს სწორედ „ერთიანმა საქართველომ“ გაიმარჯვა.
|
||
Zuletzt aktualisiert am Samstag, 21. Mai 2011 um 16:46 Uhr |