Home ქომაგთა კლუბი "ივერიელი" სიახლენი ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრები მიუნხენში
24 | 05 | 2022
ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრები მიუნხენში ბეჭდვა

გერმანიის  ქართული სათვისტომოს სპორტის ქომაგთა კლუბ ივერიელის ორგანიზებით 2011 წლის 27 ნოემბერს ქალაქ მიუნხენში გაიმართა ამხანაგური შეხვედრები მინი ფეხბურთში. მიუნხენის ქართულ გუნდებთან ერთად ასევე მონაწილეობა მიიღეს შტუტგარტის, ფრაიბურგის და აუგსბურგის ქართველების საფეხბურთო გუნდებმა. მიუნხენის გუნდმა ფინალში დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ფრაიბურგის ძლიერი გუნდი და ამით მოიპოვა პირველი ადგილი. მესამე ადგილი კი მოიპოვა შტუტგარტის გუნდმა.

თამაშების დასრულებისთანავე გავემართეთ მიუნხენის ქართულ რესტორან "არგოში". იქ გავაგრძელეთ ჩვენი ერთად ყოფნის ზეიმი და ერთმანეთის უკეთესად გაცნობა და დამეგობრება. ბოლოს ერთმანეთს დავემშვიდობეთ იმ იმედით, რომ ჩვენ ყველა 2012 წლის მაისში ჩვენს ტრადიციულ ტურნირზე შევხვდებით ერთმანეთს.

სურათების სანახავად დააკლიკეთ აქ
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები