Home
28 | 03 | 2024
"Iveriisa" Drucken E-Mail
Geschrieben von: Leri Datashvili   
Freitag, 06. April 2012 um 00:12 Uhr
There are no translations available.

IliaIIsMimartva

ძვირფასო თანამემამულენო,
ძვირფასო ქართველებო და ქართველთ ახლობელნო,

საქართველოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და ფონდ „ივერიისა“-ს წარმომადგენლთა თხოვნით გერმანიის ქართული სათვისტომო ერთვება მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის მშენებლობისათვის

მიმდინარე შემოწირულობების შეგროვების აქციის ორგანიზებაში გერმანიაში.

 

 

სათვისტომომ შექმნა შემოწირულობების შეგროვებისათვის სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც შემოსული თანხა პერიოდულად გადაირიცხება ფონდ ივერიისა-ს საბანკო ანგარიშზე საქართველოში.

აქციაში მონაწილეობისათვის თქვენ უნდა შეავსოთ თანდართული დანართი, სადაც უნდა შეიტანოთ თქვენი ახლობლების სახელები და გვარები, და ხელმოწერილი გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: David Khukhiashvili, Gustav-Schieferstr. 3 B, 80995 München და/ან Diese E-Mail-Adresse ist gegen Spambots geschützt! Sie müssen JavaScript aktivieren, damit Sie sie sehen können. .

ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ყოველმა ქართველმა, როცა შევა ამ ტაძარში, იგრძნოს თავი თავის აშენებულ ღვთის სახლში (იხილეთ ასევე მინაწერი ზემოთ) გარანტირებულია ფაქტით, რომ თვეში 1 ლარის ოდენობა არის განსაზღვრული თითოეული შემომწირველისათვის.

ვუერთდებით რა ამ აქციას, გთხოვთ, შესაბამისი საერთო თანხა ყოველთვიურად გადმორიცხოთ ევროებში გადმორიცხვის მომენტისათვის მიმდინარე კურსის მიხედვით. ჩვენც ასევე ევროებს გადვრიცხავთ  საქართველოში:

Georgischer Verein in Deutschland e. V. (IVERIISA)

Liga Bank

Konto-Nr.: 202169703

BLZ: 75090300

Verwendungszweck:

Spende für das Kloster Iveriisa


შემოწირულობის შეგროვების ასეთი სისტემა მოხერხებულად მიგვაჩნია გერმანიაში მცხოვრები შემომწირველებისათვის, რამეთუ გერმანიიდან საქართველოში სათითაო გადარიცხვის ფასი, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა საკმაოდ აღემატებოდეს შემოწირულობის ოდენობას.

დაწვრილებითი ინფორმაციები შეგიძლიათ თანდართული დოკუმენტებდან მიიღოთ ან ეწვიოთ ფონდ „ივერიისა“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.Iveriisa.ge

თქვენთვის საინტერესო საკითხებსა და კონკრეტულ შეკითხვებზე მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე Diese E-Mail-Adresse ist gegen Spambots geschützt! Sie müssen JavaScript aktivieren, damit Sie sie sehen können. , რაზედაც ფონდის წარმომადგენელი გერმანიაში, ბატონი დავით ხუხიაშვილი საიმოვნებით გიპასუხებთ.

უღრმესი პატივისცემით,

ლერი დათაშვილი
გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე
http://satvistomo.com

დანართები:

1. შესავსები დოკუმენტი

2. საინფორმაციო დოკუმენტები

3. ახალი ფლაიერი

Zuletzt aktualisiert am Samstag, 27. April 2019 um 17:39 Uhr
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner