Home Aktuelles გერმანიის ქართული სათვისტომოს თასი
30 | 04 | 2024
გერმანიის ქართული სათვისტომოს თასი PDF Drucken E-Mail
Geschrieben von: Leri Datashvili   
Sonntag, 22. April 2012 um 22:48 Uhr
There are no translations available.

ქართული საქალაქთაშორისო ტურნირი მინი-ფეხბურთში

გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით, ამა წლის 24 ივნისს, კვირას, ქალაქ შტუტგარტში უკვე მეორედ გაიმართება ქართული ტურნირი მინი-ფეხბურთში. ტურნირი პირველად 2011 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა შვიდმა ქართულმა გუნდმა მიიღო. იგი მიზნად ისახავს გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში მიმოფანტული ქართველების გაცნობა-დამეგობრებას.

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია გერმანიის ნებისმიერ ქალაქში მცხოვრები ქართველებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს. გუნდი უნდა შედგებოდეს სულ ცოტა 5 მოთამაშისაგან მეკარის ჩათვლით (სათადარიგო მოთამაშეების რაოდენობა შეზღუდული არ არის). დაიშვებიან მხოლოდ მოთამაშეები 16 წელს ზემოთ.

10-წუთიანი მატჩები გაიმართება დარბაზში ხელოვნური საფარის მოედანზე. თამაშებს ჩაატარებენ პროფესიონალი მსაჯები. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გერმანიის ქართული სათვისტომოს გარდამავალი თასი, რომლის ამჟამინდელი მფლობელია გასული წლის გამარჯვებული - „გაერთიანებული საქართველო“ (შტუტგარტი).

შენატანის ოდენობა გუნდზე შეადგენს 90 ევროს.  გულშემატკივართა დასწრება უფასოა.

დასაწყისი 14:00 საათზე.

ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ შევსებული ანკეტა 2012 წლის 3 ივნისამდე შემდეგ მისამართზე  Diese E-Mail-Adresse ist gegen Spambots geschützt! Sie müssen JavaScript aktivieren, damit Sie sie sehen können. . გუნდების სავარაუდო რაოდენობის დასადგენად, სასურველია 25 მაისამდე ი-მეილით შეგვატყობინოთ თქვენი გუნდის დაინტერესების შესახებ. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონზე: 0179 / 54 94 848 (გიორგი უმიკაშვილი).

სპორტი აერთიენებსო ნათქვამია, ეს ტურნირი სამშობლოს მოშორებული ქართველების გაერთიანების ჩვენეული მცდელობაა!

ველით თქვენს გამოხმაურებას!

Satvistomos Tasi
Zuletzt aktualisiert am Montag, 02. Juli 2012 um 21:29 Uhr
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner