კონკურსის "წლის საუკეთესო სტუდენტები" შედეგები 2017
2015 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ერთის ნაცვლად სამი ტიტულის გაცემა იგეგმება სამეცნიერო მიმართულებათა სამ განსხვავებულ ჯგუფში.
საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ზეიმზე (გაიმართა 4 ივნისს, მიუნხენში) სათვისტომოს თავმჯდომარემ დაასახელა 2017 წლის კონკურსის გამარჯვებულები.
კატეგორიების მიხედვით გამარჯვებულები არიან:
სამედიცინო, ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
მარბურგის ფილიფსის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი
გიორგი თადუმაძე
მისი უნივერსიტეტში მიღებულ შეფასებათა საშუალო მაჩვენებელია - 1.1
ხელოვნება:
განაცხადები არ შემოსულა, პრიზი არ გაცემულა
ჰუმანიტარული, სოციალური, სამართლის და ეკონომიკის მეცნიერებები:
ამ მიმართულებით ორი გამარჯვებული გამოვლინდა: ერთს (მარინეს) სწავლის ძირითადი ნაწილი საქართველოში ქონდა გავლილი, გერმანიაში კი მხოლოდ ექვსი თვით იმყოფებოდა. ამის გამო ასევე დაჯილდოვდა მომდევნო საუკეთესო სტუდენტიც, რომელსაც სწავლა მთლიანად გერმანიაში აქვს გავლილი:
კოელნის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი
მარინე კაპანაძე
მისი უნივერსიტეტში მიღებულ შეფასებათა საშუალო მაჩვენებელია - 1.3
პოტსდამის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტს
ნაზი ცირეკიძე
მისი უნივერსიტეტში მიღებულ შეფასებათა საშუალო მაჩვენებელია - 1.7
დამოუკიდებლობის ზეიმზე გიორგი და მარინე ვერ ჩამოვიდნენ, ნაზი ზეიმს დაესწრო და გადაეცა კონკურსის ფულადი პრიზი, ხოლო სამივემ მიიღო სათვისტომოს საპატიო სიგელები
"წლის საუკეთესო სტუდენტი"
ტიტულის მინიჭებით.
|