Home
28 | 04 | 2017
კონკურსი "წლის საუკეთესო სტუდენტი" ბეჭდვა ელფოსტა
ავტორი - Administrator   
პარასკევი, 07 დეკემბერი 2007 09:27

კონკურსი "წლის საუკეთესო სტუდენტი"


შესავალი:
გერმანიის ქართული სათვისტომო ყოველწლიურად ატარებს კონკურსს გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე საუკეთესო ქართველი სტუდენტის გამოსავლენად. გამარჯვებულ სტუდენტს ენიჭება წლის საუკეთესო სტუდენტის წოდება და ჯილდოვდება სათვისტომოს საპატიო სიგელითა და ქართველ-გერმანელი სპონსორების მიერ გამოყოფილი ფულადი პრემიით.

კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მიმდინარე წელს უნდა სწავლობდნენ გერმანიის რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში Hauptstudium-ის დამამთავრებელ სტადიაზე, ანუ უნდა იყვნენ სწავლების ბოლო ან ბოლოს წინა სემესტრზე (რაც ნიშნავს, რომ წარმატებით უნდა ჰქონდეთ ჩაბარებული Hauptstudium-ის გამოცდების უმეტესი ნაწილი და უნდა ემზადებოდნენ დიპლომის დასაცავად, სახელმწიფო გამოცდის ჩასაბარებლად ან მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად)

კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო საბუთები:
1. შევსებული და ხელმოწერილი “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი”, რომელიც შეგიძლიათ აქედან ჩამოტვირთოთ. გთხოვთ “კონკურსში მონაწილეობის განაცხადი” აუცილებლად გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს .
2. პასპორტის ძირითადი გვერდების ასლი
3. სტუდბილეთი (Immatrikulationsbescheinigung)
4. უმაღლესი სასწავლებლის მიერ განსაზღვრული სავალდებულო ჩათვლების და გამოცდების სრული რაოდენობა და ჩამონათვალი.
5. ჩაბარებული ჩათვლების და გამოცდების რაოდენობა, ჩამონათვალი და მიღებული შეფასებები (ყველა დამადასტურებელი საბუთის ასლები).

ვადები:
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა ყოველი წლის 20 მაისი.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი გამოგზავნეთ აქ მოცემულ მისამართზე.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტის დაჯილდოება ეწყობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე, რომელიც იმართება მიუნხენში ყოველი წლის მაისის დამლევს / ივნისის დასაწყისში. ამდენად კონკურსში მონაწილე ყველა სტუდენტი მოწვეულია ზეიმზე დასასწრებად, ხოლო გამარჯვებულის ზეიმზე დასწრება აუცილებელია პრიზის გადაცემისათვის.

საუკეთესო სტუდენტს გამოავლენს სპონსორებისაგან შემდგარი ჟიური.

ძვირფასო სტუდენტებო, მოგიწოდებთ ჩაერთოთ კონკურსში.

კონკურსისათვის სპონსორობის გაწევის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 17 მარტი 2011 23:36
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები