Home
19 | 03 | 2024
Drucken E-Mail
Geschrieben von: Leri Datashvili   
There are no translations available.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიის ქართული სათვისტომოს ვებ-გვერდზე


გერმანიის ქართული სათვისტომო იუბილარია: 70 წელს ითვლის გერმანიის ქართული სათვისტომოს არსებობის ისტორია. დიდი ხანი ის ქართველთა ერადერთი ორგანიზაცია იყო გერმანიაში. ახლა სხვა დროა, გერმანიაში უკვე უამრავი ორგანიზაციაა - ქართული ან ქართულ-გერმანული. ჩვენი სათვისტომოს შემადგენლობაც იცვლება - ის აღარაა მხოლოდ ემიგრაციული ორგანიზაცია, არამედ გერმანიაში მყოფი ყველა ქართველის ორგანიზაციაა. ბოლო 10-15 წელია სათვისტომო გარდამავალ როლში იყო: ახალ ჩამოსულ ქართველებს გზამკვლევის როლში ევლინებოდა. უახლესი მიზნები და როლი კი განსაზღვრისა და დახვეწის პროცესშია. სათვისტომო პოლიტიკური ორგანიზაციიდან (ასეთი იყო უმთავრესად საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში) გარდაიქმნა კულტურულ ორგანიზაციად, ამჟამად კი კულტურულ-საქველმოქმედო ორგანიზაციად უკვე იურიდიულად ჩამოყალიბდა, რაც სათვისტომოსათვის გულისხმობს შეღავათიან საგადასახადო სისტემასა და სპონსორებისათვის კი - მათი შემოწირული თანხების დაბეგვრისაგან გათავისუფლებას.

უამრავი განსხვავებული ტიპის ქართველს შეხვდებით აქ, უცხოეთში. პოლიტიკა, რელიგია, განათლება, პროფესია და ა. შ. ასეთია განსხვავებულობის საფუძვლები, ასევე მიზეზებიც უცხოეთში ყოფნისა. მაგრამ ყველას გვახასიათებს ერთი საერთო თვისება: საქართველოზე ფიქრი არ წყდება ჩვენს გონებაში. სწორედ ეს ფიქრები და ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ, რათა სამშობლოსათვის სასიკეთო საქმის გაკეთება შორიდანაც მოვახერხოთ.


ასეთი გაერთიანებისათვის კი გერმანიის ქართული სათვისტომო საუკეთესო ადგილია

 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner
Banner