2006 წელი |
![]() |
![]() |
ავტორი - პარმენ |
ორშაბათი, 15 დეკემბერი 2008 23:14 |
22.10.2006გაცნობებთ, რომ 29 ოქტომბერს განახლდება საკვირაო სკოლის ფუნქციონირება. მეცადინეობები დაიწყება 13:00-ზე. საბავშვო ბაღი მდებარეობს მიუნხენის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის შენობის გვერდით. ბაღის შენობა ეკუთვნის ქარითასის ორგანიზაციას. საკვირაო სკოლის მისამართი: Kristallstrasse 8a, 80995 München-Ludwigsfeld. 18.10.200617 ოქტომბერს, გერმანიის ქართულმა სათვისტომომ მიუნხენში მცხოვრები ქართველების თანადგომით რუსეთის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია მოაწყო. აქციის მიზანი რუსეთის ისტერიული პოლიტიკის შეწყვეტისათვის საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და რუსეთში მცხოვრები ქართველებისადმი თანადგომის გამოხატვა იყო. მრავალი ქართველი მიუნხენის ცენტრში Karlsplatz-ზე დილის 10 საათზე შეიკრიბა, შემდეგ კი რუსეთის საკონსულოს წინ გადაინაცვლა. აქციაზე გამვლელთა ყურადღებას ტრანსფარანტებისა და საქართველოს სახელმწიფო დროშების გარდა საქართველოს ჰიმნი და ხალხური სიმღერებიც იქცევდა. ასობით გამვლელი შეჩერდა და გაეცნო ლოზუნგების შინაარსს. მიუნხენის პრესისა და ტელევიზიის 15-მდე ოფისში იქნა აქციის შესახებ მოკლე ინფორმაცია დარიგებული. 18.10.2006ბოლო წლებში ძალზედ გაიზარდა გერმანიაში Au-Pair პროგრამით ჩამომსვლელ ახალგაზრდა ქართველთა რიცხვი. პროგრამა ბევრ სასიკეთო შედეგს განაპირობებს, როგორებიცაა: გერმანული ენის დაუფლება, დასავლეთის კულტურის გაცნობა, მნიშვნელოვანი ურთიერთობების გაჩენა და სხვა კიდევ მრავალი რამ. მაგრამ ამასთანავე არსებობს უარყოფითი გამოცდილებებიც: ოჯახთან ურთიერთობის დაძაბვა, ენის კარგად არ ცოდნა, სავიზო, სადაზღვევო და ფულთან დაკავშირებული პრობლემები. ანუ, უმარტივესი ინფორმაციების უქონლობის გამო ურთულეს და ხშირად გამოუვალ სიტუაციებში აღმოჩნდებიან ხოლმე ქართველი ახალგაზრდები. 15 ოქტომბერს გერმანიის ქართული სათვისტომოს ახალი პროექტის (Au-Pair-ებთან ურთიერთობა) სამუშაო ჯგუფმა, რომელიც უმთავრესად სტუდენტი ახალგაზრდებისაგან სულ ახლახანს ჩამოყალიბდა, Au-Pair პროგრამაში მონაწილე ქართველ გოგო-ბიჭებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი მათი გაცნობა, მათთან დამეგობრება და იმ ძირითადი ინფორმაციის მიწოდება იყო, რაც მათ თავის უფლება-მოვალეობებში გაარკვევთ და უცხო ქვეყანაში ცხოვრებას შეძლებისდაგვარად გაუადვილებთ. ჯგუფის წევრებმა მათ საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და მეგობრული რჩევები მისცეს. შეიქმნა სპეციალური ელექტრონული ფოსტა ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს და სატელეფონო ცხელი ხაზი (017623346015) Au-Pair-ებისათვის, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ. შეხვედრაზე ასევე დარიგდა ქართულ ენაზე ნათარგმნი Au-Pair-თა « უფლებები და მოვალეობები ». სამუშაო ჯგუფი მომავალშიც აპირებს სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიებებისა და ექსკურსიების მოწყობას Au-Pair პროგრამაში მონაწილეთათვის. მომდევნო ღონისძიება სწორედ 22 ოქტომბრისათვის დაგეგმილი ექსკურსიაა მიუნხენის ფინაკოთეკებში (დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ან ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ). შეხვედრაზე ხაზი კიდევ ერთხელ გაესვა იმ გარემოებას, რომ Au-Pair-ის უმნიშვნელოვანესი მიზანი საქართველოში ცოდნით გამდიდრებული დაბრუნებაა, რისთვისაც თითოეულმა უნდა შეძლოს გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება. საინფორმაციო საღამოს ჩვენთვის ასე კარგად ნაცნობი ხაჭაპური, ცეკვა-სიმღერა და დამეგობრება მოჰყვა. საღამო კი ასე დასრულდა : ფოტო_დიდი რეზ. ან ფოტო_მცირე რეზ. 03.10.2006 ქართველი ტალანტი მიუნხენის ლომებში. 03.10.200629 სექტემბერს პარმენ მიქაძემ და ცირა ცანავამ მიუნხენში, ,,Gasteig“-ის მცირე დარბაზში მორიგი საფორტეპიანო კონცერტი გამართეს. მიუნხენის რიხარდ შტრაუსის სახელობის კონსერვატორიის სტუდენტებს მაყურებლის დიდი მოწონება ხვდა წილად. ცირა ცანავამ იოჰან სებასტიან ბახის ,,პარტიტა“, პარმენ მიქაძემ კი ლუდვიგ-ვან-ბეთჰოვენის სონატა ოპ. 101 შეასრულა. ქართველ მსმენელებთან ერთად უდიდესი დაინტერესება და აღფრთოვანება გერმანელემა მსმენელებმაც გამოხატეს. ისინი კონცერტის დამთავრების შემდეგ კიდევ დიდხანს აღტაცებით საუბრობდნენ ორი ქართველის საშემსრულებლო ოსტატობაზე. 03.09.2006დღეს პირველი წირვა-ლოცვა გაიმართა მიუნხენის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ახალ შენობაში შემდეგ მისამართზე: Kristallstrasse 6, 80995 München-Ludwigsfeld. 10.08.2006ლორეტა გოლეთიანის პოეზიის საღამო 20.07.2006,,ცამეტი” მიუნხენის კინო-ფესტივალზე 15.07.2006საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ზეიმის შესახებ წაიკითხეთ აქ. ინფორამცია გადმოღებულია ჟურნალ "ქართულის" მაის-ივნისის ნომრიდან. ზეიმზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ქალბატონ მაია ფანჯიკიძეს გერმანიის ქართული სათვისტომოს საპატიო წევრის წოდება მიენიჭა. 12.06.2006"წლის საუკეთესო სტუდენტის" კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა, მიყევით შემდეგ ბმულს 06.02.2006პარასკევს, 3 თებერვალს გერმანიის ქართული სათვისოტმოს ტრადიციული საინფორამციო შეხვედრა გაიმართა. დღის წესრიგში სათვისტომოს დასახული პროექტების განხორციელებისა და მიმდინარეობის საკითხები იდგა. 25.01.200622 იანვარს გერმანიის ქართული სათვისტომოს ინიციატივით საახალწლო შეხვედრა მოეწყო. საღამო, რომელსაც 150-მდე სტუმარი ესწრებოდა, პირველ რიგში მიუნხენის ქართული საკვირაო სკოლის წარდგენასა და მისი საზოგადოებისათვის გაცნობას ისახავდა მიზნად. სკოლის მოსწავლეები – ქართული და ქართულ-გერმანული ოჯახების პატარა წარმომადგენლები – ქართული ლექსებითა და სიმღერებით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. კონცერტის შემდეგ თოვლის ბაბუამ ბავშვები ქართული წიგნები დაასაჩუქრა.
20.12.200508.12.2005მიუნხენის წმიდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში სიახლეა: 3 და 4 დეკემბერს მამა თამაზმა (თამაზ ლომიძე) არქიმანდრიტ ლაზარესთან (დიმიტრი სამადბეგიშვილი) ერთად პირველი წირვა-ლოცვა აღავლინა. მამა თამაზი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 13 ნოემბერს ჯერ დიაკვნად, ხოლო 23 ნოემბერს კი მღვდლად აკურთხა. 4 დეკემბერს აღვლენილ წირვაზე მამა თამაზმა მიუნხენის ქართულ სამრევლოს უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევა და მის მიერვე საჩუქრად გამოტანებული სამთავროს ივერიის ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის ხატები გადასცა. 23.11.2005ყოველ კვირას 13:30 - 15:30 ტარდება საცდელი გაკვეთილები ქართულ საკვირაო სკოლაში, რომელიც მიუნხენის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და გერმანიის ქართული სათვისტომოს ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. მთლიანად მიუნხენის ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ამ პროექტისადმი ძალიან დიდია. მუშაობა აგებულია ქართველი ახალგაზრდების ენთუზიაზმე. სკოლისათვის სათავსი გაიღო ბატონმა ვახტანგ ბარდაველიძემ. სკოლის მისამართი: Artwerkstatt, Am Lilienberg 2, 81669 Muenchen. (S-Bahn Rosenheimerplatz, gegenueber Gasteig) მეცადინეობები მესამე კვირაა ტარდება და უკვე 20- მდე სხვადასხვა ასაკის ბავშვი ეზიარება ქართული სიმღერის, ცეკვის, ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის საწყისებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. მიმდინარეობს სკოლის სამუშაო პრინციპების დახვეწა მშობელთა მოთხოვნებთან და ბავშვთა შესაძლებლობებთან შეჯერების საფუძველზე. სკოლის კარი ღიაა ყველა მსურველისთვის. მალე გამოცხადდება სკოლის საზეიმო გახსნის თარიღიც, რომელიც ნაახალწლევს იგეგმება. 21.11.2005პარასკევს, 2 დეკემბერს 19:00 შედგება გერმანიის ქართული სათვისტომოს ტრადიციული საიფორმაციო შეხვედრა მისამართი: Studentenstadt "Arcadenraum" Christoph-Probst-Str. 10, 80805 Muenchen |
ბოლოს განახლდა ორშაბათი, 15 დეკემბერი 2008 23:23 |