19 | 08 | 2017
Au-Pair ბეჭდვა ელფოსტა
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2006 12:10

Au-Pair პროგრამაში მონაწილე გოგო-ბიჭებმა საჭიროების შემთხვევაში

დარეკეთ:    +49 176 22640247 - თინათინი;           +49 176 63119105 - პარმენი

მოგვწერეთ:       ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

Au-Pair პროგრამაში მონაწილეთა « უფლებები და მოვალეობები »

ბოლო წლებში ძალზედ გაიზარდა გერმანიაში Au-Pair პროგრამით ჩამომსვლელ ახალგაზრდა ქართველთა რიცხვი. პროგრამა ბევრ სასიკეთო შედეგს განაპირობებს, როგორებიცაა: გერმანული ენის დაუფლება, დასავლეთის კულტურის გაცნობა, მნიშვნელოვანი ურთიერთობების გაჩენა და სხვა კიდევ მრავალი რამ. მაგრამ ამასთანავე არსებობს უარყოფითი გამოცდილებებიც: ოჯახთან ურთიერთობის დაძაბვა, ენის კარგად არ ცოდნა, სავიზო,  სადაზღვევო და ფულთან დაკავშირებული პრობლემები. ანუ, უმარტივესი ინფორმაციების უქონლობის გამო ურთულეს და ხშირად გამოუვალ სიტუაციებში აღმოჩნდებიან ხოლმე ქართველი ახალგაზრდები.

2006 წლის 15 ოქტომბერს გერმანიის ქართული სათვისტომოს ახალი პროექტის (Au-Pair-ებთან ურთიერთობა) სამუშაო ჯგუფმა, რომელიც უმთავრესად სტუდენტი ახალგაზრდებისაგან სულ ახლახანს ჩამოყალიბდა, Au-Pair პროგრამაში მონაწილე ქართველ გოგო-ბიჭებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი მათი გაცნობა, მათთან დამეგობრება და იმ ძირითადი ინფორმაციის მიწოდება იყო, რაც მათ თავის უფლება-მოვალეობებში გაარკვევთ და უცხო ქვეყანაში ცხოვრებას შეძლებისდაგვარად გაუადვილებთ. ჯგუფის წევრებმა მათ საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და მეგობრული რჩევები მისცეს.

შეიქმნა სპეციალური ელექტრონული ფოსტა ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it და სატელეფონო ცხელი ხაზი (017663119105 - პარმენ; 017622640247 - თინათინ) Au-Pair-ებისათვის, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ. შეხვედრაზე ასევე დარიგდა ქართულ ენაზე ნათარგმნი Au-Pair-თა « უფლებები და მოვალეობები ».

სამუშაო ჯგუფი მომავალშიც აპირებს სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიებებისა და ექსკურსიების მოწყობას Au-Pair პროგრამაში მონაწილეთათვის. მომდევნო ღონისძიება სწორედ 22 ოქტომბრისათვის დაგეგმილი ექსკურსიაა მიუნხენის ფინაკოთეკებში (დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ).

შეხვედრაზე ხაზი კიდევ ერთხელ გაესვა იმ გარემოებას, რომ Au-Pair-ის უმნიშვნელოვანესი მიზანი საქართველოში ცოდნით გამდიდრებული დაბრუნებაა, რისთვისაც თითოეულმა უნდა შეძლოს გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება.

საინფორმაციო საღამოს ჩვენთვის ასე კარგად ნაცნობი ხაჭაპური, ცეკვა-სიმღერა და დამეგობრება მოჰყვა. საღამო კი ასე დასრულდა : ფოტო_დიდი რეზ. ან ფოტო_მცირე რეზ.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2012 23:06
 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები