Home ახალგაზრდული ჯგუფი "იბერისი"
20 | 08 | 2017
ჯგუფი "იბერისი" ბეჭდვა ელფოსტა

საინიციატივო ჯგუფი "იბერისი" გერმანიის ქართულ სათვისტომოს ფარგლებში უკვე ათ წელზე მეტია არსებობს.

ამ დროის განმავლობაში მან უამრავ საინტერესო პროექტს ჩაუყარა საფუძველი. ჯგუფმა "იბერისმა" გერმანიაში მყოფი ქართველი ახალგაზრდების ენთუზიაზმით და დაუღალავი შრომით ბოლო წლების განმავლობაში მრავალ საინტერესო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

"იბერისის" მიზანია ხელი შეუწყოს ქართული კულტურის გაცნობას გერმანიაში, დაეხმაროს გერმანიაში მყოფ ქართველ ახალგაზრდების ინტეგრაციაში, რისთვისაც ჯგუფი "იბერისი" მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანულ ახალგაზრდულ ორგანიზაცია "DJO-Deutsche Jugend in Europa"-სთან.

 

მიზნები


* კულტურული პარტნიორობის დანერგვა-განვითარება ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის
* ქართველი ახალგაზრდების ინტეგრაცია გერმანიაში
* მონაცემთა ბაზის შექმნა გერმანიაში მყოფი ქართველების და მათი გამოცდილებების შესახებ
* გერმანიაში მყოფი ქართველი ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირება და ერთობლივი ღონისძიებების მოწყობა
* მიზანმიმართული შეხვედრების და პროექტების განხორციელება საქართველოს აქტუალური მდგომარეობისა და მშვიდობის თემით
* ორგანიზებული სტრუქტურის ჩამოყალიბება სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის.

 
Deutsch (DE-CH-AT)Georgian (Georgia)
Facebook-Satvistomo
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები
ფირნიშები